საზოგადოება "დავეხმაროთ ამ ლამაზ გოგოს ტკივილის შემსუბუქებაში"-ცნობილი ქართველები საზოგადოებას ევა ბარბაქაძის დახმარებისკენ მოუწოდებენ-"თითო ლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს." 2016, 11 მაისი, 14:59 მოდელის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის თავს დატრიალებული უბედური შემთხვევის შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ. 14 წლის ევა ბარბაქაძე, 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაციის შედეგად გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ევას შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში მკურნალობა, რისი საშუალებაც ოჯახს არა აქვს. ამიტომ ევა ბარბაქაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. ქართველი ცნობილი სახეები სოცილური ქსელით საზოგადოებას მოუწოდებენ დახმარებისკენ. მომღერალი ნინა წკრიალაშვილი: "მეგობრებო, ჩვენს ევას სასწრაფოდ ჭირდება თურქეთში მკურნალობა. ძალიან გთხოვთ მივიტანოთ ყველამ გულთან ახლოს და დავეხმაროთ ამ ლამაზ გოგოს გამოჯანმრთელებაში და ტკივილის შემსუბუქებაში. ნებისმიერი თანხა ძალიან მნიშვნელოვანია..." ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: "ევას გადაუდებელი ოპერაცია ჭირდება თურქეთში. ამ დროს კეთილ ადამიანებს და თითო ლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს." ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე: "ჩემო საყვარელო მეგობრებო, ევას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება თურქეთში! ძალიან გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ულამაზესი და უსაყვარლესი გოგოს ტკივილი! ვისაც რამდენი შეგიძლიათ, ჩარიცხეთ ამ ანგარიშის ნომერზე!" მამულიჩა იგივე კახი მამულაშვილიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დაეხმაროთ შორენას გოგონას. 418 4-ს მოსწონს
|