პროფილაქტიკა რა მოხდება, თუ ყოველდღე კვერცხს მიირთმევთ? 2016, 22 აგვისტო, 9:25 კვერცხი კვების ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია. მასში დიდი რაოდენობით არის რკინა, ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ აქ ლაპარაკია ორგანულ კვერცხზე და არა კვერცხის ფხვნილზე და მსგავს პროდუქტებზე. აქედან გამომდინარე, კვერცხის რეგულარული მოხმარება, თქვენს ორგანიზმს შემდეგ სარგებელს მოუტანს: 1. კვერცხი ამაღლებს იმუნურ სისტემას. დღეში ერთ-ორ კვერცხს შეუძლია დახმარება აღმოგიჩინოთ სხვადასხვა სახის ინფექციებთან ბრძოლაში, რადგან მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის სელენი – უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტი ჩვენი იმუნური სისტემისთვის. 2. კვერცხი ამცირებს სტრესს და ნერვიულობას. კვერცხი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავეებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ის ხელს უწყობს სერატონინის გამომუშავებას, რომელიც ადამიანის მოდუნებაზე, სიმშვიდეზე და კარგ ხასიათზე ყოფნის პასუხისმგებელი ნეირომედიატორია. გარდა ამისა, მასზე არის დამოკიდებული ის, თუ რამდენად სწორედ აღიქვამს ჩვენი ტვინი ორგანიზმის მდგომარეობას და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს. 3. კვერცხი ხელს უწყობს კბილებისა და ძვლების გამაგრებას. კვერცხი, მზის სხივებთან ერთად, D ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ამ ვიტამინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძვლებისა და კბილების ზრდა განვითარებისთვის. ის იმ მხრივაც არის სასარგებლო, რომ კალციუმს შთანთქავს, რომელიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 4. კვერცხი აუმჯობესებს კოგნიტურ (ლათ. cognitio - შემეცნება) ფუნქციას. კვერცხი შეიცავს ქოლინს (ვიტამინი B4), რომელიც სასარგებლოა აზროვნების პროცესისთვის. გამოკვლევების თანახმად, ქოლინის დეფიციტი ქმნის დემენციის ( დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვა) განვითარების რისკს, ნერვოლოგიურ აშლილობას, ალცგეიმერის დაავადებას და კოგნიტურ დარღვევებს. 5. კვერცხი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კვერცხში დიდი რაოდენობით არის სხვადასხვა სახის ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობენ თმის სწრაფ ზრდას, კანისა და მხედველობის კარგ მდგომარეობაში ყოფნას, ასევე, ეს ვიტამინები მნიშვნელოვანია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კვერცხი განსაკუთრებით მდიდარია В2 და В12 ვიტამინებით. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამ ვიტამინებს გადამწყვეტ მნიშვნელობა აქვთ კოგნიტური ფუნქციის ნორმალურად მუშაობისთვის და საერთოდ, ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. 6. კვერცხი წონის დაკლების სტიმულატორია. კვერცხი უზრუნველყოფს მაძღრობის შეგრძნებას. ამიტომ, იდეალური პროდუქტია საუზმესთვის. ის ამცირებს მადას და ზედმეტი საკვების მიღების რისკს. დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევენ, დღის მანძილზე ნაკლებ კალორიებს იღებენ. 7. კვერცხი სასარგებლოა მხედველობისთვის. კვერცხის შემადგენლობაში 2 სახის ანტიოქსიდანტია: ლუთეინი და ზეაკსანტინი, რომლებიც აუმჯობესებენ მხედველობას. ამის გარდა, ისინი ამცირებენ თვალის დაავადებების (კატარაქტა და ყვითელი ლაქის დისტროფია) განვითარების რისკს. 14053 16-ს მოსწონს 1-ს არა
|