x
image
ციცი
Mediator image
მომღერალი სალომე ბაკურაძე დედა გახდა.
image
სალომე ბაკურაძე საზოგადოებამ ტელეპროექტ "ჯეოსტარის" მეშვეობით გაიცნო. 2010 წელს კი მუსიკალური ტელე შოუს "ბრავო"-ს გამარჯვებული გახდა, სადაც მას საჩუქრად ავტომობილი "ჰიუნდაი" გადაეცა.

მომღერალი პირველად ვასიკო გეგელიაზე იყო შეყვარებული, რომელიც "ჯეოსტარელი" ანი კეკუას ბიძა იყო. მისი მეორე სიყვარული კი ქორწილით დაგვირგვინდა. სალომე ბაკურაძის მეუღლე პროდიუსერი ლაშა ბასლანაძეა, იგი ტელევიზია "ჯიდიეს"-ში მუშაობს. ლაშასთვის ეს მეორე ქორწინებაა, ხოლო სალომესთვის პირველი. ლაშა ბასლანაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, გოგონა.

წყვილი 2014 წლის იანვარში დაქორწინდა. მათ ჯვარი პატარა სამებაში დაიწერეს. სალომეს მეჯვარე მომღერალი თიკა მახალდიანი იყო.

გუშინ კი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ბაკურაძე დედა გახდა. დაიბადა პატარა ალექსანდრე, წონით 2600 და სიგრძით 48 სანტიმეტრი.imageუამრავი ადამიანი ულოცავს წყვილს ვაჟის დაბადებას:


"ალექსანდრე ბასლანძე დაიბადა დღეს, კოპიო დედაა."

"ლაშ, გილოცავთ ალექსანდრეს მოვლენას. ლამაზ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარა ალესანდროს. მიყვარხართ."

"გილოცავთ გვრიტებო, სეხნიებივით სასახელო ყოფილიყოს..."

"თქვენ ხართ ზე ადამიანები, გილოცავთ მიხარიხართ!"

"როგორც საკუთარი ოჯახის წევრის, ისე გამეხარდა ალექსანდრე ლაშაევიჩის ქვეყნად მოვლინება!!!
გილოცავთ ჩემო საყვრლებო, ყველაზე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ბედნიერი სიცოცხლე ეჩუქებინოს უფალს მისთვის!!!...
მიყვარხართ, თქვენი უკვე, დიდი ოჯახი!!!.."


" გილოცავთ უაყვარლესო ადამიანებო პატარა ალექსანდრეს დაბადებას!!!! ღმერთმა ჯანმრთელი და წარმატებული გაგიზარდოთ!!! ჭკვიანი და უსაყვარლესი და ულამაზესი ისედაც იქნება ისეთი მშობლები ჰყავს!!!მიყვარხართ მე თქვენ!

imageimage

0
733
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0