საზოგადოება რატომ არ არის არცერთი წარმატება სრულყოფილი ცირა კობიაშვილისთვის... 2016, 5 მაისი, 15:33
მოგეხსენებათ ყველაზე პოპულარული პროექტის "იქს ფაქტორის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონაწილე, სრულყოფილი სილამაზის პატრონი ცირა კობიაშვილია. ეს გოგონა პროექტში გამოჩენისთანავე ყველასთვის შესამჩნევი გახდა თავისი ისტორიის, გარეგნობის, ემოციურობისა და ხმის წყალობით. თუმცა მისი ისტორია და გარეგნობა მის ხმაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. გოგონამ პირველ შესარჩევ ტურში სიმღერა stay with me(დარჩი ჩემთან) მის გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა, რომელიც როგორც აღმოჩნდა საკუთარ სადარბაზოსთან მოუკლავთ და საქმის გამოძიება დღესაც მიმდინარეობს, რათა დამნაშავენი დაუსჯელნი არ დარჩნენ. ცირამ ნამდვილად ძალიან განიცადა მის თავს დატრიალებული ტრაგედია და ამას ყოველ ნაბიჯზე ადასტურებს. ულამაზესმა ცირამ ოთხი სკამის კონკურსიც წარმატებით გაიარა და ეს უდავოც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო მან ეს შეძლო, თუმცა ეს წარმატება მისთვის სრულყოფილი არ აღმოჩნდა. ვნახოთ რას წერს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით:
"და მაინც! არცერთი წარმატება არ არის ცხოვრებაში სრულყოფილი ჩემთვის უშენოდ, უსიყვარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ..."
ასეთი სულისშემძვრელი სტატუსი გამოაქვეყნა ცირა კობიაშვილმა, რომელიც რა თქმა უნდა მის საყვარელ ადამიანს მიუძღვნა კვლავაც. მოდით ვუსურვოთ ამ შეუხორცებელი ტკივილის განელება და ცხოვრებაში ასეთი წარმატებებით სვლა. 368 2-ს მოსწონს 1-ს არა
|