საზოგადოება "საქართველოს პრემიერი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს ეკლესიაში..."-ბაია პატარაიას სტატუს ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება-" რომელი "ეტიკეტი", "ნორმა", "სტანდარტი" დაარღვია თუ ასე მოუნდა ლოცვა." 2016, 3 მაისი, 18:49 ბაია პატარაიას სტატუსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე დიდი კამათი გამოიწვია სოციალურ ქსელში. როგორც სტატუსის ავტორმა აღნიშნა, მუხლებზე დაცემული პრემიერ-მინისტრის ფოტოს ნახვის შემდეგ, სახელმწიფოს ხელისუფალი საჯაროდ არ უნდა "ფორთხავდეს" ეკლესიაშიო. აი რას წერდა იგი: "რწმენის თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, ანუ ადამიანს რასაც უნდა იმას დაიჯერებს და ეთაყვანება. რელიგიის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამინს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი რწმენა სხვადასხვა კანონიერი ფორმით. მაგრამ(!) მუხლებზე დაცემული პრემიერ მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს). რა თქმა უნდა ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია. ვისაც ჯიუტად არ მოუნდება ამ სტატუსის სწორად წაკითხვა, მათთვის კდევ ერთხელ ვიტყვი - რწმენა და რელიგია ადამინის პირადი ცხოვრების ნაწილია და სრულად თავისუფალია მასში. მაგრამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, მთავრობის საჯარო ქცევა ნებისმიერ სამლოცველოში - პოლიტიკური აქტია და არა პირადი. თორემ გიორგი კვირიკაშვილი რომელ მოძღვართან დადის და რამდენად გულმხურვალე მორწმუნეა, ნამდვილად მისი პირადი საქმეა და არა ჩვენი მანამ, სანამ ასე არ გაასაჯაროებს." ბაია პატარაიას სტატუსს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით ეხმიანება: აი რატომ არა?! მართლა ვერ ვიგებ. რატომ არ შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა. რომელი "ეტიკეტი", "ნორმა", "სტანდარტი" დაარღვია თუ ასე მოუნდა ლოცვა. პ.ს. ჩემი საყვარელი ფოტოა ობამას თათბირის დროს მაგიდაზე ფეხები რომ აქვს შემოლაგებული. ამერიკელებს ალბათ მაგრად კიდიათ ეგ ამბავი. იმიტომ რომ ამერიკა არის ჩემთვის თავის-უფალი ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ქცევას არ უზღუდავენ..." 972 2-ს მოსწონს 1-ს არა
|