სალათები გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო სალათები-გასინჯვა ნამდვილად ღირს 2016, 27 აპრილი, 10:55 სალათი-გემრიელი, მსუბუქი და ნოყირი კერძია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება
შევიდეს უმი და მოხარშული ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, მწვანილი და
კენკრა.
ყველა ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სალათები და საკმაოდ ხშირადაც ვამზადებთ.
რაგდან ჯერ მარხვა არ დამთავრებულა, შეგვიძლია მოვაზადოთ რამდენიმე გემრიელი და სამარხო სალათა, რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ. მჟვავე სოკოს სალათი სოკო-500გრ. ზეთი-2 კოვზი ხახვი -50გრ. ძმარი-2-3 კოვზი მარილი გემოვნებით. დამჟავებული სოკოს გადავამვლოთ ცივი წყალი, ამოვწუროთ და დავჭრათ ძალიან წვრილად. დავასხათ ძმარი და ზეთი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ცოტა ქინძი. სულ ესაა! სალათა ვაშლითა და ბოსტნეულით სალათის ფოთლები-200 გრ. კიტრი-300გრ. პომიდორი-300გრ. ვაშლი-300გრ. სტაფილო-150 გრ. ოხრახუში და კამა -50 გრ. ლიმონი-1ც შაქარი და მარილი გემოვნებით. კიტრი, პომიდორი და ვაშლი დავჭრათ პატარა თხელ ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ. სასალათე თეფშის შუაგულში დავაწყოთ ძმრითა და მწვანილებით შეზავებული სალათის ფოთლები, ირგვლივ შემოვიწყოთ დაჭრილი ბოსტნელი და ვაშლი, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. კიტრის და პომიდვრის სალათა ნიგვზით კიტრი-1კგ პომიდორი-1კგ ნიგოზი-200გრ ხახვი-100გრ ქინძი-20გრ ოხრახუში-20გრ რეჰანი-20გრ ძმარი-1ს/კ წიწაკა და მარილი გემოვნებით გარეცხეთ კიტრი და პომიდორი. დაჭერით და მოათავსეთ სასალათე თასში. დაუმატეთ ალყა- ალყა დაჭრილი ხახვი, მწვანილები, მარილი და წიწაკა. დაუმატეთ ნიგოზი, კარგად ამოურიეთ და კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით! იმედი მაქვს, მოგეწონებათ! გემრიელ დღეს გისურვებთ! 438 2-ს მოსწონს
|