პროფილაქტიკა 9 უმარტივესი სავარჯიში თვალების გადაღლის და ტკივილისგან დასაცავად 2019, 20 აგვისტო, 13:01 მშობლებისგან, ალბათ, ხშირად გსმენიათ და თქვენც არაერთხელ გითქვამთ პატარებისთვის, რომ ტელევიზორის ახლოდან ყურება და გამუდმებით კომპიუტერთან ყოფნა, მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს. – ეს მითია!
თუ თქვენ ყოველდღიურად, რამდენიმე საათით, კომპიუტერის მონიტორთან ყოფნა გიწევთ, თვალები შეიძლება გეტკინოთ, გაგიწითლდეთ ან ცრემლი წამოგივიდეთ. მაგრამ, ეს არანაირად არ არის კავშირში მონიტორთან და ტელევიზორთან, რომელსაც ახლა უკვე მონიტორის ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით, იმის გამო იქმნება, რომ მონიტორის და ტელევიზორის ყურებისას, თვალებს, ჩვეულებრივზე, რამდენჯერმე ნაკლებად ვახამხამებთ. თუ კომპიუტერთან მუშაობისას, თვალების წვას, ან ტკივილს იგრძნობთ, ცოტა ხნით შეისვენეთ და შემდეგ, თამამად შეგიძლიათ მუშაობა, თანაში ან ფილმების და სერიალის ყურება გააგრძელოთ. მონიტორის და ტელევიზორის ეკრანის ყურების გამო, კატარაქტა ნამდვილად არ დაგემართებათ. შენიშვნა: მათ, ვისი სამუშაო კომპიუტერს უკავშირდება, ოფთამოლოგების რეკომენდაციით, დღეში 2-ჯერ თვალის ვარჯიშები უნდა შეასრულონ (ამასთან ყოველ დღე, ერთი და იმავე დროს). გარდა ამისა, ყოველი 40-50 წუთის შემდეგ, სასურველია, მინიმუმ, 2 წუთიანი შესვენების გაკეთება, რომ თვალმა მონიტორისგან დაისვენოს. და ბოლოს, პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ სპეციალური თვალის წვეთები გამოიყენოთ, რომელიც იშვიათი ხამხამისას, თვალებს გამოშრობისგან იცავს. ფიტნესი თვალებისთვისიმისთვის, რომ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგექმნათ, არ დაიზაროთ და დღეში 2-ჯერ, 10-10 წუთი, თვალის ვარჯისს დაუთმეთ, რომელიც ნამდვილ საოცრებას ახდენს, თუ მას რეგულარულად გააკეთებთ. აქ მოცემული ვარჯიშებიდან, ნებისმიერი 5 აირჩიეთ, მაგრამ ვარჯიში 10 წუთის მანძილზე უნდა გრძელდებოდეს:
106 2-ს მოსწონს
|