x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ

თქვენ, ალბათ, არასდროს დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად რთული აგებულება აქვს თვალის გუგას. წარმოუდგენლად რთული!


image
ინფორმაციის უდიდეს ნაწილს, რომელსაც ადამიანი იღებს გარე სამყაროდან, სწორედ თვალებით აღიქმევა. აქ მოცემულია 25 საგულისხმო ფაქტი მხედველობის ორგანოს და მისი აგებულების შესახებ, რომელიც შესაძლებელია არ იცოდეთ:


image

25. ადამიანის თვალს შეუძლია 10 მილიონი ფერი გარჩევა.



image

24. ადამიანები ცისფერი თვალებით უკეთესად იტანს ალკოჰოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანები.



image23. სიფხიზლის, დაახლოებით, 10%-ს ადამიანი დახუჭული თვალებით ატარებს, იმის გამო რომ თვალებს ახამხამებს.



image22. სირაქლემის თვალი უფრო დიდია, ვიდრე მისი ტვინი.




image21. ალბერტ ეინშტეინის თვალები შენახულია სეიფში, ნიუ-ორკში.



image20. ითვლება, რომ შავი ლემური — ერთადერთი პრიმატია დედამიწაზე, რომელსაც შეიძლება ცისფერი თვალები ჰქონდეს.



image19. ფუტკარს 5 თვალი აქვს: 2 რთული და 3 მარტივი. სავარაუდოდ, რთული თვალებით, რომლებიც თავის გვერდებში აქვს განლაგებული და 5-8 ათასი ოპტიკური ლინზისგან შედგება, ფუტკარი გამოსახულებას ხედავს.

imageხოლო, თავის ზედა ნაწილში განლაგებული, სამი მარტივი თვალი კი, მეცნიერთა აზრით, დამხმარე როლს ასრულეს: მათი მეშვეობით, მწერი სინათლის ინტენსიობას აღიქვამს, ხვდებიან როდის თენდება და როდის ბნელდება.



image18. ცხვირის ზემოთ, წარბებს შორის მდებარე სახის ნაწილს, "ნაზიონი " ჰქვია.



image17. გიგანტური ზომის კალმარის თვალი, შეიძლება, კალათბურთის ბურთის ზომის იყოს.



image16. დელფინს, ძილის დროს, ერთი თვალი ღია აქვს, რადგან როდესაც სძინავს, მისი ტვინის მხოლოდ ერთი ნახევარსფერო არის გათიშული.

image

image15. კატებს — 3 ქუთუთო აქვს: ზედა, ქვედა და შიდა (სურათზე რძისფერი). შიდა ქუთუთო მხოლად მაშინ ჩანს, როდესაც კატა თვალს ახამხამებს. მას კატის მხედველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.



image14. თვალების შიშს (როდესაც ადამიანს ეშინია სხვისთვის თვალებში შეხედვის) "ომმატოფობია" ჰქვია. ასეთი ადამიანები, ყოველთვის, მუქ სათვალეებს ატარებენ.



image13. მწვანე — თვალის ყველაზე იშვიათი ფერია. ასეთი ფერის თვალები, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 2% აქვს.



image12. ადამიანის თვალი ფოტოაპარატი რომ იყოს, ის 576 - მეგაპიქსელის იქნებოდა.



image11. ყველა ადამიანი, ვისაც ცისფერი თვალები აქვს, 10.000 წლის წინ, შავი ზღვის სიახლოვეს მცხოვრები, ადამიანების შთამომავალია.



image10. "ზარმაცი თვალის" სამკურნალოდ, მეცნიერები "ტეტრისს" იყენებენ.



image9. ადამიანის თვალს შეუძლია მზის დამწვრობა მიიღოს.



image8. ცისფერი თვალები უფრო მგრძნობიარეა სინათლის მიმართ.



image7. ხვლიკებიბის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი, მტრისგან თავდაცვის მიზნით, პოტენციური მტრის წინააღმდეგ, სისხლს ისვრისვრის თვალის კიდიდან. მაქსინალური მანძილი, რომელზეც სისხლის გადასროლა შეუძლია, 5 მ-მდე შეიძლება იყოს.



image6. Eigengrau — არის ფერი, რომელსაც ადამიანი სიბნელეში ხედავს ან მაშინ როდესაც თვალები დახუჭული აქვს. ამ ფერს მეორენაირად, "ტვინის ნაცრისფერს" ან "საკუთრივ ბადურას ფერს" ეძახიან.



image5. ღამის ხედის სათვალე მწვანე ფერის იმიტომ არის, რომ ადამიანის თვალი მწვანე ფერის უფრი მეტ ტონალობას არჩევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფერის.



image4. სტაფილო, სინამდვილეში არ აუმჯობესებს მხედველობას, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბოსტნეული.
ეს ტყუილი, II მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელებმა გაავრცელეს, იმის გამო რომ გერმანელებს არ გაეგოთ, ბრიტანელი პილოტების მიერ, მტრის თვითმფრინავების აღმოსაჩენად, საბორტო რადიოლოკციური სარადარო სისტემების გამოყენების შესახებ. დიდი ბრიტანეთის საჰაერო სამხედრო ძალების წარმომადგენლები, საჯარო გამოსვლების დროს, ამბობდნენ რომ მათი პილოტები სიბნელეში კარგად იმიტომ ხედავდნენ, რომ ისინი დიდი რაოდენობით სტაფილოს ჭამდნენ. ეს არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ხალხმა დაიჯერა.



image3. ზოგიერთი ადამიანი მუქი ფერის სათვალეს იმიჯისთვის კი არა, იმიტომ ატარებს, რომ გლაუკომა აქვს.



image2. ადამიანის წარბების განახლება 2 თვეში ერთხელ ხდება.



image1. ზოგიერთ ქალს შეიძლება გენეტიკური მუტაცია ჰქონდეს, რის გამოც, მათ თვალს, 10 მილიონის ნაცვლად, შეუძლეა გაარჩიოს 100 მილიონამდე ფერი და ფერის ტონალობა.

0
1613
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0