სხვა ხრიკები, რომლებიც კატის ყველა პატრონმა უნდა იცოდეს, რომ მისი მოვლა გაუადვილდეს 2016, 28 აპრილი, 11:53 კატა რომ ფუმფულა და საყვარელი ცხოველი არის, ყველამ იცის. მაგრამ ის, თუ როგორი რთულია მისი, სახლის პირობებში, მოვლა, მხოლოდ კატის პატრონისთვის არის ცნობილი. ამ ცხოველების სახლში ყოფნას, აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე და იმისთვის, რომ კატებთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა მარტივად მოაგვაროთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ: ფრჩხილის ქლიბი კატებისთვის 1. წვრილი თოკი შემოახვიეთ სკამის ფეხს ან ტაბურეტს და კატა რბილ ავეჯს არ გაგიფუჭებთ. 2. თუ რამდენიმე ტაბურეტის ფეხს დაახვევთ თოკებს და ერთმანეთზე ჭანჭიკებით დაამაგრებთ, მიიღებთ მრავალფუნქციურ თაროებს კატისთვის. როდესაც კატა არის სახლში 3. კატებს და განსაკუთრებით კნუტებს, ძალიან უყვართ სადენების დაღრღნა. სხვადასხვა სახის სადენების დამალვა, გვერდგახსნილი მილეით არის შესაძლებელი.
5. შეგიძლიათ ამისთვის კიბეც გამოიყენოთ, რომლითაც კატა რაფის სიმაღლეზე ან უფრო ზევით შეძლებს ასვლას. არ დაგავიწყდეთ საფეხურების დათბილვა (თუ ავად გახდა, ისევ თქვენი მოსავლელი იქნება). გადავაჩვიოთ კატა ავეჯზე სიარულს 6. თუ სახლში ქოთნის ყვავილები გაქვთ, ქოთანში და იმ თაროზე, რომელზეც ის დგას, გირჩები უნდა დაალაგოთ. კატისთვის მოუხერხებელი იქნება თაროზე სიარული და ყვავილებს აღარ გააფუჭებს.
– სუფთა ბოთლი პულვილიზატორით I. ბოთლში წყალი 3/4-ზე ჩაასხით. II. დაამატეთ 1-2 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. III. დაამატეთ ეთერზეთები – თითოეული, 10 - 10 წვეთი. IV. აანჯღრიეთ ნაზავი. V. ხსნარი იმ ადგილებს მიაწუწეთ, სადაც არ გინდათ რომ კატა მივიდეს. სასარგებლო კონსტრუქცია საკუთარი ხელით 8. ასეთი კონსტრუქციის გასაკეთებლად, შეგიძლიათ ხე გამოიყენოთ. მიამაგრეთ ის კედელზე და ერთ ნაწილზე თოკი დაახვიე, რომ კატამ ასვლა შეძლოს. მოვლა 9. თუ კატის ბანაობა გადაწყვიტეთ, ამისათვის, ნიჟარის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე აბაზანის. ასე კატასთან უფრო ახლოს იქნებით და მისი დაბანაც უფრო გაგიადვილდებათ. გარდა ამისა, თქვენთან ახლოს, კატაც უფრო მშვიდად იგრძნობს თავს. 10. თუ თქვენ ეზოანი სახლი გაქვთ და კატას წყლის და საკვების ჯამი გარეთ უდგას, ჭიანჭველები რომ არ მივიდნენ, ადგილი, ჯამების ირგვლივ, ცარცით შემოხაზეთ – ჭიანჭველა ცარცის ხაზს არასოდეს გადაკვეთს. 11. ცოტა ადგილი დატოვეთ წიგნების კარადაში, რომ კატამ ახტომა და დასვენება შეძლოს. ტუალეტი კატისთვის 12. კატის ტუალეტში მწვანე ჩაის ხმელ ფოთლებს თუ დაამატებთ, ცუდი სუნის მოშორებას შეძლებთ. 13. კატას სიმყუდროვე უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მის ტუალეტს სკივრში ან ყუთში (ცალი გვერდი ღია უნდა ჰქონდეს) მოათავსებთ. კატის ბეწვი 14. შეეცადეთ, რომ კატა დღეში ორჯერ დავარცხნოთ – დილით და საღამოს. ასე ნაკლები ბეწვი იქნება სახლში. 15. რბილი ავეჯი კატის ბეწვისგან რომ გაასუფთავოთ, მას რეზინის ხელთათმანიანი ხელი უნდა გადაუსვათ. გართობა კატის ზრდა-განვითარებისთვის, სისუფთავისა და კვების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშსაც. სათამაშოები კატისთვის შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ან შეიძინოთ. კატები კარგად ერთობიან რეზინის და პლასტმასის საჩხაკუნო ბურთებით, უყვართ ბუმბულებიანი ანკესები, მოქსოვილი სათამაშოები, პოლიეთილენის დიდი პარკები. მათ ყურადღებას იქცევს ფრჩხილების ქლიბიც, რომელიც სპეციალური სითხით არის დამუშავებული და ზოო მაღაზიებში იყიდება. გარდა ამისა, მათი საყვარელი გართობა, ჩამოკიდებულ ბილიკებზე სეირნობა არის. 2292 8-ს მოსწონს
|