x
image
natia.a
სელფები, რომლებმაც ადამიანები დაღუპა - ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს!
საკუთარი თავის ფოტოგრაფირებისა და ფოტოს ინტერნეტში განთავსების სიყვარული ზოგიერთ ადამიანში იმდენად დიდია, რომ კარგავენ რეალობის შეგრძნებას და სრულიად ივიწყებენ რისკს. ეს ახალი ფოტოჟანრი ბევრი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. წვემოთ გავიხსენებთ რამდენიმე ფატალურ შემთხვევას, რომლებიც შეიძლება ბედნიერად დასრულებულიყო მსხვერბპლს ხელში ტელეფონი რომ არ სჭეროდა და სოციალურ ქსელებში "მოწონებების" დიდი სურვილი რომ არ ჰქონოდა...


1. სელფი მატარებლის სახურავზე.
image

2015 წლის მაისში რუმინელი გოგონა, ანა ურსუ მატარებლის სახურავზე სელფის გადაღების დროს შემთხვევით შეეხო შიშველ სადენს და დაიწვა. 18 წლის ანა და მისი მეგობარი ბიჭი ქალაქ იასის სადგურში წავიდნენ Facebook-ზე დასადებად "მაგარი სელფის" გადასაღებად. როცა მატარებლის სახურავზე დაწოლილმა გოგონამ ფეხი მაღლა ასწია, შემთხვევით შეეხო შიშველ დენის სადენს, რომელშიც 27 000 ვოლტი ენერგია გადიოდა. გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა, სხეულის 50%-მდე დამწვრობით.

2. სელფი ხიდზე


image

2014 წელს 23 წლის პოლონელი სტუდენტი, სილვია რეიჩელი დაიღუპა ესპანეთის სამხრეთში მდებარე ცნობილ ხიდზე, პუენტე-დე-ტრიანაზე სელფის გადაღების მცდელობისას. მოაჯირზე ასულმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და 3 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ტრაგედიის ადგილზე მისულმა სამედიცინო დახმარების პერსონალმა შეძლო გოგონას გაჩერებული გულის ამუშავება, მაგრამ მოგვიანებით სილვია გარდაიცვა ტრავმატოლოგიურში.


3. სელფი პისტოლეტით


image

იარაღით თამაში რომ საშიშია ეს ცნობილია, თუმცა ასევე საშიში ყოფილა სელფის გადაღებაც. 2014 წელს მექსიკელი ოსკარ აგილარ ოტერო სწორედ პისტილეტით ხელში სელფის გადაღების დროს დაიღუპა. იარაღი შემთხვევით გავარდა და სასიკვდილოდ დაჭრა 21 წლის ოსკარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ხშირად დებდა Facebook-ში ძვირადღირებულ მანქანებთან, მოტოციკლებთან და ლამაზ გოგონებთან გადაღებულ სელფებს.

4. სელფი რკინიგზის ხიდზე


image

კსენია ეგნატიევა სელფის გადასაღებად რკინიგზის ხიდზე ავიდა და 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. გოგონას ერთ თვეში 18 წელი შეუსრულდებოდა. გადმოვარდნისას ქსენია დაეცა სადენს, რომელშიც 1500 ვოლტი ძაბვა გადიოდა. გოგონა მოყვარული ფოტოგრაფი იყო და, რატომღაც გადაწყვიტა, რომ კრასნოგვარდეისკის (ქალაქი სანკტ-პეტერბურგთან ახლოს) რკინიგზის ხიდიდან გადაღებული ფოტო განსაკუთრებით კარგი უნდა გამოსულიყო... სამწუხაროდ ეს მის სიცოცხლეში უკანასკნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.


5. სელფი პირველ პაემანზე



image

ჩეიენ ჰოლოუეი დაიღუპა კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად, რომელზეც შეყვარებულთან პირველი პაემნის დროს, სელფის გადასაღებად ავიდა. ჯეიმს ნიკოლსი დიდი ბრიტანეთიდან სამხრეთ აფრიკაში ჩაფრინდა ეიენ ჰოლოუეისთან შესახვედრად. წყვილმა ნორტკლიფის კლდე მოინახულა, რომელიც ქალაქ იოჰანესბურგში სიმაღლით მეორე ადგილია. ახალგაზრდები გაჩერდნენ ჩამავალი მზის ფონზე სელფის გადასაღებად. თვითმხილველის გადმოცემით, 21 წლის ჰოლოუეი იდგა კლდის მწვერვალთან დიდ ქვაზე, ხოლო 23 წლის ნიკოლსი შტატივს ამაგრებდა. კლდე ჩამოირღვა და გოგონა 15 მეტრის სიმაღლიდან თან ჩაიტანა.


6. სელფი #SelfieOlympics-ისთვის

image
პოპულარულმა ტენდენციამ სახელწოდებით #SelfieOlympics, სეიწირა 18 წლის ოსკარ რეიესის სიცოცხლე. 2015 წლის 2 იანვარს მოზარდმა სელფი გადაიღო ღრუბელი ბიჭუნას ფორმაში და Facebook-ზე ატვირთა. ფოტომ 200-ზე მეტი მოწონება მიიღო. მოგვიანებით ოსკარის მეგობრები ყვებოდნენ, რომ ამ ფაქტმა იმდენად გაახარა ბიჭი, რომ გადაწყვიტა განეგრძო "მაგარი" სელფების გადაღება. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ 3 იანვარს სააბაზანოში სელფის გადაღების მცდელობისას ოსკარი კარიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა და სისხლდენით გარდაიცვალა.

7. სელფი პლაჟზე დაბადების დღისთვის


image

ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჩეზკა აგასი ფილიპინებში მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნის დროს ჯგუფური სელფის გადაღებისას წყალში დაიხრჩო. 18 წლის სტუდენტი უეცრად მოვარდნილმა ძლიერმა ტალღამ ჩაიყოლა სწორედ იმ დროს, როცა 6 მეგობართან ერთად პოზირებდა პლაჟზე ბანგის ცნობილი ქარის წისქვილების წინ. (ფოტოზე სწორედ ეს წისქვილებია აღბეჭდილი).

8. სელფი კლდეზე


image

2014 წლის გვისტოში პოლონელი შეყვარებულები დაიღუპნენ პორტუგალიაში კაბო და როკას კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად, სადაც შვილებთან ერთად სელფის გადარებას ცდილობდნენ. წყვილის 5 და 6 წლის შვილები ამ საშინელი ტრაგედიის თვითმხილველები გახდნენ.


9. სელფი მოტოციკლზე
image

რამონ გონსალესმა - პოერტო რიკოელმა რეპერმა, რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით Jadiel, მშობლების სახლიდან მოტოციკლით დაბრუნებისას სელფის გადაღება გადაწყვიტა. ამის გამო მან მოტოციკლზე კონტროლი დაკარგა და შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა. იგი გარდაიცვალა 2014 წლის 10 მაისს Strong Memorial Hospital-ში.


10. სელფი საომარი მდგომარეობის დროს


image

სელფმა, რომელიც ერთ-ერთმა ისლამისტმა ექსტრემისტმა გადაიღო ISIS-ის სამხედრო ბაზის ფონზე 2015 წელს, აშშ-ს საშუალება მისცა მიეგნო აღნიშნული ადგილისთვის. ВВС-ზე გასული ფოტოს ნახვიდან 22 საათის შემდეგ აშშ-ს საჰაერო ძალებმა სამი შეტევით გაანადგურა ბაზა.


0
1466
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0