x
image
gionare
არომატული ყავის მომზადების წესი

image შემოგთავაზებთ ნამდვილი ყავის მომზადების წესს.
წესი პირველი. არ იყიდოთ დაფქვილი ყავა (მითუმეტეს დაფასოებული) კაცმა არ იცის რა ყრია შიგნით. უკეთესია თუ ყავას მომზადების წინ ჩამოფქვავთ.

წესი მეორე. ყავის ყიდვისას შეხედეთ რომ მარცვლები იყოს საღი.

წესი მესამე. არ მოადუღოთ ყავა ელექტრო მადუღარაში, ემალიროვან ჯეზვეში. არამედ ჯეზვე უნდა იყოს უკეთეს შემთხვევასი სპილენძის ან ალუმინის.ანდა სულაც ლითონის.

წესი მეოთხე. ჯეზვეში ჩაყარეთ ერთი კოვზი შაქარი და გააცხელეთ( თან ურიეთ რომ არ დაგეწვათ), ჩაამატეთ ერთი ყავის ჭიქიდან ერთი მესამედი წყალი (დანარჩენი მოიტოვეთ) და წამოადუღეთ . ამის შემდეგ ჩაამატეთ დანარჩენი წყალი და ერთი კოვზი ყავა . წამოსული ქაფი მოხადეთ.

წესი მეხუთე. გაითვალისწინეთ, რომ მომზადებისას ცეცხლი უნდა იყოს ძალიან დაბალი. და ჯეზვეში ყავა არ აგიდუღდეთ.

ასეთი წესით მოდუღებულ ყავას ნამდვილ გემოს გაუსინჯავთ.




1
4889
9-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
4889
  
0 1 1