x
image
gionare
ხილი და ნიგოზი კონიაკში
image ამ სასმელის დასამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ სპირტი ან კონიაკი და არა არაყი, რადგან არაყს აქვს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი და გემო.

მირთმევისას არ დაგავიწყდეთ ყინულის კუბიკების ჩაყრა, რადგან ცივად სასიამოვნო დასალევიცაა და თან ცოტათი მაინც გაანეიტრალებს ალკოჰოლს.

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით კონიაკი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილას სამი კვირით.


საჭირო მასალა:


ლეღვის ჩირი-250გრ

კურკაგამოცლილი ხმელი ფინიკი-125გრ

ნიგოზი-125გრ

დარიჩინი დანის წვერით

ვანილი

კარდამონის 4ც მარცვალი

ლიმონის ცედრა 1/2

შაქარი-50გრ

კონიაკი-0, 7ლ

ჩამოთვლილი ინგრედიენტები ნუ შეგაშფოთებთ, რადგან მათი შოვნა არ არის ძნელი.

0
51
3-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0