x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Facebook-ი მომხმარებლებს აწი თანხას გადაუხდის
imageახლო მომავალში Facebook -ის მომხმარებლებს თანხის გამომუშავება შეეძლებათ.


სოციალური ქსელის Facebook -ის შემქმნელები ეძებენ ვარიანტს, თუ რა გზით გადაუხადონ მომხმარებლებს თანხა პუბლიკაციებისთვის.ჯერჯერობით მონეტიზაციის ყველაზე მისაღები ვარიანტია, ნაჩუქარი თანხა(ე.წ."ჩაი"), დაჯავშნული კონტენტი და რეკლამებიდან შემოსული თანხის ნაწილი.


Facebook-ის ხელმძღვანელობამ მოაწყო გამოკითხვა მომხმარებლებს შორის და სთხოვა შემოეთავაზებინათ მონეტიზაციის ყველაზე სიანტერესო და მისაღები ვარიანტი.პერსპექტივაშია პირველი ფუნქცია: შემოწირულობები და მეორე:ადამიანებს მიეცემათ საშუალება პოსტებიდან მიიღონ შემოსავალი, იუწყება The Verge-ი.


ჯერჯერობით უცნობია, თანხის გამომუშავება შეეძლება ნებისმიერ მომხმარებელს, თუ მარტო იმათ, ვისაც ბევრი ხელისმომწერი ჰყავს.



სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა ახალი სერვისი შესთავაზა მომხმარებლებს, -Facebook Live, სადაც შესაძლებელია ვიდეოს რეალურ დროში უყურო.ახალ ფუნქციაში შედის ჯგუფური სტრიმინგი, მყისიერი რეაქცია და აზრების გაცვლა მიმდინარე ვიდეოზე, აგრეთვე შეგიძლია ტრანსლაცია გააიზარო საკუთარ ქრონიკაზე, ან ცალკე ჯგუფებში.

0
136
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0