x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იანვრის დღესასწაულები დასრულდა და დიეტის დროც დადგა (– 5 კგ – 2 კვირაში)

კარგი გარეგნობის გამო ქალბატონები (და არა მარტო) ხშირად მიმართავენ რადიკალურ ზომებს: ხანგრძლივი დიეტა, შიმშილი, იძულებითი ვარჯიში, რასაც ხან ტრავმებიც ერთვის…

ამასთან, ყველას არ შეუძლია მკაცრი დიეტის დაცვა და ყოველდღიურად ვარჯიში. და მიზეზი მხოლოდ ნებისყოფა არ არის. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგ., ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო გრაფიკი და ა. შ. ამიტომ მათთვის, ვინც დიეტას ვერ იცავს და ვერ ვარჯიშობს, კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს – უგლუტენო დიეტა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს დიეტა არც არის, უფრო ცხოვრების წესია. ხოლო, გლუტენი (ლათ. gluten – წებო), რომელიც კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ, რთული ცილაა და მას შემკვრელის ფუნქცია აქვს რიგ პროდუქტებში, რის გამოც, მას წებოვანასაც უწოდებენ. შეწებების გარდა, გლუტენს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს – უფრო პრიალას და ელასტიკურს ხდის პროდუქტს.


image


უგლუტენო დიეტა არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, უფრო პირიქით –აჯანსაღებს და ასუფთავებს მას. ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში 2 კვირაში 5 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი.

უგლუტენო დიეტა ამერიკელმა კარდიოლოგმა, არტურ აგატსტონმა შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გლუტენზე აქვს ალერგია. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის ძალიან ეფექტური საშუალებაა ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.

დიეტის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ რაციონიდან სრულად იყოს ამოღებული გლუტენის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წებოვანას შეიცავს ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და შესაბამისად, ყველა პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც, ეს მარცვლეული შედის.

წონის დაკლების გარდა, როგორც აღვნიშნეთ, დიეტას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს – ის ორგანიზმს წმენდს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანს კალორიების დათვლისგან ათავისუფლებს. ქვემოთ წარმოდგენილია გლუტენის შემცველი, ანუ აკრძალული პროდუქტების სია და პროდუქტების სია, რომლებიც ამ ნივთიერებას არ შეიცავს. სიებში ყველა პროდუქტი არ არის დაფიქსირებული და ამის გაკეთება შეუძლებელიც არის, მაგრამ ორიენტირება კვების რაციონის შედგენისას, რთული არ არის. მაგ., აკრძალული პროდუქტების სიაში წერია, რომ არ შეიძლება შოკოლადის კანფეტები გულსართით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შოკოლადის ფილა. ასევე არ შეიძლება ნაყინი, მაგრამ თუ მას სახლში მოამზადებთ, იმ პროდუქტებით, რომლებიც დასაშვები პროდუქტების სიაში შედის, – მაშინ, შეიძლება.


დიეტის დროს, აკრძალული პროდუქტების სია:


პურ-პროდუქტები, მაღალი ხარისხის ფქვილისგან, ნამცხვარი, ორცხობილა;

მაკარონი და მაკარონის ნაწარმი;

სწრაფი კვების პროდუქტები;

ლუდი, ჯინი, ვისკი, არაყი;

კონსერვირებული ბოსტნეული, ხილი, ხორცი;

ბურახი, სუბლიმირებული ყავა, არომატიზირებული ჩაი;

ძეხვ-პროდუქტები, ხორცის ნახევრად მზა პროდუქტები;

თევზის ნახევრად მზა პროდუქტები (კიბორჩხალას ჩხირები, თევზის კატლეტები საფანელით);

ნაყინი, შოკოლადის კანფეტები გულსართით, ფერადი კარამელი;

გამზადებული სანელებლების ნაკრები, მაიონეზი, კეტჩუპი;


გარდა ამისა, გლუტენის შეიცავს ზოგიერთი მედიკამენტი და საკვები დანამატი. თუ შეფუთვაზე პროდუქტის შემადგენლობაში არის ქვემოთ მოცემული ინდექსებიდან რომელიმე, ე. ი. მის შემცველობაში გლუტენიც არის.


გლუტენის შემცველი დანამატების ინდექსებია: E150 (E150a, E150b, E150c, E150d), E160, E411, Е636, Е637, E965, E106b, E471, E953. Е1400-დან –Е1500-მდე ყველა ინდექსი.


დიეტის დროს დაშვებული პროდუქტების სია:


წიწიბურა, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი

თხილეული, მზესუმზირა

პარკოსნები

ხორცი

თევზი

რძის პროდუქტები

კარტოფილი

უხეშად დაფქული ფქვილის პური

მჭადი

ბოსტნეული, ხილი, ზეთისხილი, მწვანილი

კვერცხი

თაფლი, კაკაოს ფხვნილი, სახლში მომზადებული მურაბა


დიეტის დაცვის ვადა შეზღუდული არ არის და შეგიძლიათ, მთელი ცხოვრების მანძილზე, უგლუტენო დიეტაზე, ანუ ჯანსაღი კვების რაციონზე იყოთ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი რუკა გაშიფრეს

* იგავი, რომელსაც ამერიკის ბიზნეს სკოლებში ასწავლიან

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 20 (25 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0