x
image
Lerato
გაწუხებთ ტკივილი კისრის, ზურგისა და წელის არეში? მაშინ გააკეთეთ ეს 10 უმარტივესი ვარჯიში

მოცემული ვარჯიშები 2 დღეში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ. ზურგის ტკივილისგან მაშინვე გათავისუფლდებით!


image


თუ მწვავე ტკივილს განიცდით ზურგის, კისრისა და წელის არეში, გაწუხებთ მაღალი წნევა და ხშირად გეღვიძებათ ღამით – ეს ვარჯიშები ამ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ქვემოთ მოცემული კომპლექსი შედგება იოგის უმარტივესი პოზებისგან დამწყებთათვის.


უკვე მესამე ვარჯიშისას ამ სქემის მიხედვით, იგრძნობთ სხეული როგორ გემორჩილებათ, კუნთები კი გაგიმკვრივდებათ. ღამით კარგად დაიძინებთ და შეძლებთ ძალების აღდგენას ძილის დროს, გონება გაგინათდებათ, უკეთესად მოახერხებთ აქტუალური პრობლემების გადაჭრას. ნებისმიერი ტკივილი, რომელიც გაწუხებთ წელისა და კისრის მიდამოში, გაქრება!


იოგა დამწყებთათვის სახლის პირობებში


დასვენების პოზა


დაჯექით, ფეხები გადააჯვარედინეთ და მოეშვით; შეგიდაჯექითძლიათ ხელებით ფეხებს დაეყრდნოთ და ოდნავ ზემოთ აიწიოთ. დარჩით ამ პოზაში 2 წუთი, ისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად და თანაბრად. ეს დაგეხმარებათ ეფექტური ვარჯიშისთვის განეწყოთ და სტრესი შეამციროთ.


image


წინ დახრა


დაჯექით, გაასწორეთ ფეხები წინ. ნელა დაიხარეთ და ფეხის თითებს ხელით მიწვდით. აქცენტი გააკეთეთ ამოსუნთქვაზე გაწელვისას – ამ მომენტში ფეხის კუნთები და მყესები უფრო დამყოლი გახდება მაქსიმალური დაჭიმვისთვის. გაიმეორეთ 5-ჯერ.


image


ბავშვის პოზა


დადექით მუხლებზე, გაშალეთ მხრების სიგანეზე, ხელები სხეულის უკან მოათავსეთ. ნელა დაიხარეთ წინ, თავი ბოლომდე დახარეთ. ასეთ მდგომარეობაში გაჩერდით 3-4 წუთი შესვენებებით, ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად, იგრძენით თქვენი ზურგი როგორ ისვენებს.


image


მობრუნება


დაჯექით, მარჯვენა ხელი მოათავსეთ მარცხენა მუხლზე. მარცხენა ხელი მოათავსეთ ტორსის უკან, ნელა მიბრუნდით მარცხნივ. თავი კორპუსთან ერთად მიაბრუნეთ. ისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად! ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, იგრძენით როგორ გეჭიმებათ მუცლისა და თეძოს კუნთები. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს.


image
ქალღმერთის პოზა


დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები და ტერფები შეატყუპეთ. ხელები გვერდზე თავისუფლად დააწყვეთ. ისუნთქეთ თანაბრად, შეეცადეთ დაჭიმოთ თეძოს კუნთები. დარჩით ამ მდგომარეობაში სანამ კომფორტულად იგრძნობთ თავს – 2 წუთი სავსებით საკმარისია.


image


ფეხები კედელზე


ფეხები გამართეთ და კედელზე მოათავსეთ. სხეული და ხელები მოადუნეთ. ამ მდგომარეობაში 3 წუთი გაჩერდით, ისუნთქეთ ღრმად. შეეცადეთ ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლდეთ, იგრძენით როგორ ისვენებს თქვენი დაჭიმული ზურგი და ფეხები.


image


ბედნიერი ბავშვის პოზა


დაწექით ზურგზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ, ტერფები გადააჯვარედინეთ. ხელები მჭიდროდ შემოხვიეთ მუხლებს. იგრძენით როგორ იჭიმება ზურგისა და თეძოს კუნთები. თავიდან რთული იქნება, მაგრამ როგორც კი გაუგებთ თქვენს სხეულს, ამ ვარჯიშის კეთება სასიამოვნო გახდება: ხერხემალს დატვირთვისგან ათავისუფლებს სულ რაღაც ერთ წუთში! აუცილებლად ისუნთქეთ ღრმად!


image


მტრედის პოზა

დადექით ოთხზე, ხელები მოათავსეთ მხრების სიგანეზე. მარცხენა მუხლი წინ გადაიტანეთ და ხელებს შორის გვერდზე გადახარეთ. მარჯვენა ფეხი კი უკან გამართეთ. დაიხარეთ მთელი სხეულით წინ, სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარცხენა მუხლიდან. გაჩერდით ამ მდგომარეობაში ერთი წუთი, შემდეგ შეცვალეთ ფეხი. ეს ვარჯიში ტკივილებს და შეშუპებას ხსნის ფეხებში, პოზიტიურად მოქმედებს ზურგის კუნთებზე.


image


გაღვიძების პოზა


დაწექით ზურგზე, ხელები ფართოდ გაშალეთ გვერდებზე. მარჯვენა მუხლი მიიტანეთ მკერდთან, მეორე ფეხი გამართეთ. შემდეგ მთელი სხეულით მარცხნივ გადაიხარეთ, წელი გამართულად დაიკავეთ. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 3 წუთის მანძილზე, გაიმეორეთ მეორე მხარეს. ეს ვარჯიში მათთვის არის სასარგებლო, ვისაც კუდუსუნის მიდამოში აქვს ტკივილები.


image


თევზის პოზა


დაწექით ზურგზე. ხელები თეძოების ქვეშ მოათავსეთ. ნელა ასწიეთ მკერდი ზემოთ, თავი კი იმავდროულად უკან გადასწიეთ. ისუნთქეთ რითმულად. ასევე ნელა დაეშვით დაბლა.


image
ვარჯიშის შემდეგ ისეთი შეგრძნება გექნებათ თითქოს ახლიდან დაიბადეთ! ქრება ტკივილი, კუნთის დაჭიმულობა, რომელიც დაღლილობითა და ზედმეტი დატვირთვითაა გამოწვეული, ხერხემალი სწორდება. მას პოზიტიური გავლენა აქვს კისერზე, ამასთან, უმჯობესდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევა. თავის ტკივილებსა და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს მალევე დაივიწყებთ!


გაუზიარეთ ახლობელ ადამიანებს ეს მარტივი და სასიამოვნო ვარჯიშების კომპლექსი ორგანიზმის აღსადგენად. დაიმახსოვრეთ, რომ სხვებისადმი სიყვარული საკუთარი თავით იწყება: იზრუნეთ სხეულზე და იყავით ჯანმრთელები!


3
13507
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
13507
  
2016, 5 მაისი, 13:32
იოგა საოცარი რამაა, თითოეული ასანა კი ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატზე ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალება.
2016, 22 აპრილი, 14:55
მადლობა, ხატი ჩემო კარგო
2016, 22 აპრილი, 8:33
საინტერესოა ;) მე ხშირად მაწუხებს ზურგის ტკივილი, ამ ვარჯიშებს რამდენად შევასრულებ არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად სასარგებლო სტატიაა, გავაზიარე
0 1 3