საზოგადოება დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას პირადი ფოტოები. 2016, 19 აპრილი, 8:25 უამრავი ქართველი ქალია ოჯახის სარჩენად უცხო ქვეყანაში გადახვეწილი. შვილებს და ახლობლებს მოწყვეტილი ქართველი ემიგრანტები ყველანაირ პირობებს თანხმდებიან, რათა იქიდან საკუთარი ოჯახები არჩინონ. მათი შვილები, შვილიშვილები ისე იზრდებიან, რომ მხოლოდ "სკაიპის" საშუალებით ადევნებენ თვალს. სამწუხაროდ არის ემიგრანტთა გარდაცვალების შემთხვევებიც, ზოგი ავადმყოფობის გამო იღუპება, ზოგი კი მოძალადის მსხვერპლი ხდება. მთელი საქართველო შეძრა დუბაიში მოკლული 25 წლის ქართველი გოგონას, ნინიტა სამანიშვილის ტრაგიკულმა ბედმა. ქუთაისელი ნინიტა 6 წლის შვილს უმამოდ ზრდიდა. უკეთესი მომავლის იმედით დუბაიში სამუშაოდ წასული გოგონა ავტობუსის გაჩერებასთან იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარიც, ასევე ქუთაისელი ფიქრია გეგეშიძე, რომელიც სასტიკად ნაცემი საავადმყოფოშო იქნა გადაყვანილი. მკვლელობის სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ნაცემი და გაუპატიურებული იყო. მაგრამ შემდეგ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თავის არაბ მეგობარ ბიჭს შეხვდა, რომელთან კამათის შედეგადაც ნინის ხელი კრა არაბმა, რის შედეგადაც მან თავი დაარტყა და გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნინიტა ასთმიანი იყო და იმასაც ვარაუდობენ, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. აი, რა ვერსია აქვს გოგონას დედას: "ვიცით, რომ ავტობუსის გაჩერებასთან ნინოს და მის მეგობარს მოუვიდათ ადგილობრივ არაბებთან რაღაც კამათი, ჩხუბში გადაიზარდა. ნინოს ასთმა აწუხებდა, ხელი კრა ამ არაბმა, გადავარდა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა. ეს გოგო რომ მივიდა, რომ გადმოვაბრუნოო, ნინო უკვე იყო გაშავებული..." ნინის მეგობარი, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მკვლელობის დღეს: 1097 3-ს მოსწონს 3-ს არა
|