სასმელები დილა იწყება ყავით ! 2016, 18 აპრილი, 17:12 ![]() მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დღეს იწყებს გამამხნევებელი ყავით. და ყოველ ქვეყანას მათი მომზადების თავისი საიდუმლო აქვს. მაშ ასე, დავიწყოთ! ყავა კვერცხით ( ვიეტნამი ) რეცეპტის საფუძველია – კვერცხის გული, შედედებული რძე, შაქარი და ცხელი ყავა. ![]() ლაპლანდიური ყავა ( ფინლანდია ) ფინჯანში ჯერ იდება ლაპლანდიური ყველი, შემდეგ ისხმება ყავა. ![]() რომაული ესპრესო ( იტალია ) ესპრესო ლიმნის ნაჭრით. გამოყენების წინ ლიმონი კოვზით უნდა მიესრისოს ფინჯნის კედელზე ან ფსკერზე. ![]() ლაგრიმა ( არგენტინა ) რძის ქაფში ემატება მხოლოდ რამდენიმე წვეთი მაგარი ყავა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რძეა ყავით. ![]() ბონბონი ( ესპანეთი ) ეს ესპრესოა შედედებული რძით. და თუ ერთმანეთში შევურევთ ნახევარ ჩვეულებრივ რძეს და ნახევარ შედედებულ რძეს, მაშინ გამოვა leche y leche. ![]() ყავა სანელებლებით ( მაროკო ) სანელებლების ნარევი, როგორიცაა სეზამის მარცვლები, შავი წიწაკა, მუსკატის კაკალი და ყავის მარცვლები იფქვება, და გამოდის... ნამდვილად ძლიერი სასმელი. ![]() ყავა ჩაით ( ჰონკონგი ) რძიანი ყავის და ჩაის მიქსი მაშინვე მოგხიბლავთ! დაგჭირდებათ 4 პაკეტი შავი ჩაი, წიწაკა, შედედებული რძე და 2 კოვზი ყავა. ![]() ფრაპე ( საბერძნეთი ) ყავა, ნაყინი, რძე და გაყინული წყალი – აი გემრიელი frappé- ს ინგრედიენტები. ![]() ფარისეი ( გერმანია ) ეს სასმელი გერმანიაში გამოიგონეს იმისთვის, რომ ოჯახური ზეიმების დროს ალკოჰოლის არსებობა შეენიღბათ: ათქვეფილი ნაღების ქუდის ქვეშ "იმალება " ყავაში რომის საკმაოდ დიდი დოზა. ![]() ყავა ნიორით და თაფლით ( თურქეთი ) პოპულარული სასმელია თურქეთში. ამ ყავას კიდევ ეძახიან " მოხუცი მავრის რეცეპტს". ![]() ყავა ფორთოხლით (იამაიკა ) იამაიკა პირველ რიგში ასოცირდება რომთან. გასაკვირი არცაა, რომ ტრადიციული იამაიკური ყავა მზადდება მასში ამ მაგარი ალკოჰოლური სასმელის დამატებით. ![]() გემრიელად მიირთვით! 294 13-ს მოსწონს
|