სხვა როგორ ისვენებენ ადამიანები დათვების გარემოცვაში 2016, 18 აპრილი, 16:08 როგორ წარმოგიდგენიათ დასვენება დათუნიებთან ერთად? ალბათ ძალიან ძნელად...
მაგრამ ეს შესაძლებელია "დათვების ბანაკში", ალიასკაზე.
ტურისტები აქ დათვებისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით არიან დაბანაკებულნი,
სპეციალურად დახურულ და მოწყობილ კარვებში, გარშემო კი საშიში და ძლიერი
მურა დათვები დაბაჯბაჯებენ. აქაურ გარემოში დათვები თავს საკუთარ სახლში გრძნობენ, ისინი ტურისტებს, როგორც მასპინძლები ისე ხვდებიან. აქაურებისთვის ტურისტების შემოდინება სწორედ ამ დათუნებზეა დამოკიდებული. "დათვების ბანაკი" ტურისტებს უსაფრთხოების ზომების მაღალ სტანდარტებს სთავაზობს, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ტურისტებისთვის აქ სპეციალურად აღჭურვილი კარვები დგას. ერთი შეხედვით თითქოს არც ისე უსაფრთხოდ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში დათვების თავდასხმის საფრთხე თითქმის არ არსებობს, რადგან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ადგილას ტურისტების ხშირ სტუმრობას, "ბრაზიანი მასპინძელი" ბუნებრივად შეეგუა გარდა ამისა, აქ ტურისტებთან ერთად მუდმივად იმყოფებიან გამოცდილი ნატურალისტები, რომლებმაც შესანიშნავად იციან დათვებთან ურთიერთობა. რაღა დაგიმალოთ, აქ მეც დიდი სიამოვნებით დავისვენებდი, თუ რა თქმა უნდა რომელიმე მსუქანი "დათუნია" არ შემახრამუნებდა. 116 3-ს მოსწონს
|