10 რამ, რაც ბევრმა არ იცის, რომ მოდიდან გადავიდა - გადაინახეთ ისინი რაც შეიძლება შორს!
მართალია, მოდა კეკლუცი ქალივით ძალიან ცვალებადია, მაგრამ მაინც საკმაოდ დემოკრატიული რჩება. ბევრი რამ შეგიძლიათ რამდენიმე სეზონის მანძილზე ატაროთ ისე, რომ მოდიდან არ გადავიდეს. თუმცა არის ისეთი სამოსი თუ აქსესუარები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოძველებულია და უმჯობესია თუ შეველევით. მათ რიცხვშია ქვემოთ მოყვანილი 10 ელემენტი, რომლებისგანაც, როგორც დიზაინერები გვირჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი გარდერობი.
1. საყურე-კაფი
ინდური სტილის საყურე, რომელიც მხოლოდ ერთ ყურზე კეთდება გასული რამდენიმე სეზონის მანძილზე საკმაოდ პოპულარული იყო. ამჯერად კი უმჯობესია ისინი ჩაანაცვლოთ შანდელიერებით ან მცირე ზომის საყურე-ლურსმნებით.
2. სანდალი-გლადიატორები
უკანასკნელი ორიოდე ზაფხულის სეზონის მანძილზე თითქმის ყველა გოგოს, რომელიც მოდას მისდევდა, ეცვა სანდალი-გლადიოატორები. წელს კი ამგვარი ფეხსაცმელი უკვე აღარ არის პოპულარული. სეზონის ახალ ჰიტს ამჯერად ნათელი ფეხსაცმელები წარმოადგენს.
3. მოსახსნელი საყელოები
საყელოები, რომლებსაც გოგონები თითქმის ყველა სახის ტანსაცმელთან ატარებდნენ, ისევე მალე გადავიდა მოდიდან, როგორც შემოვიდა. ისინი შეცვალა მასიურმა ყელსაბამებმა და კოლიეებმა.
4. სნიკერსები
კედები პლატფორმაზე - ფეშენ-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გამოგონება, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო, თუმცა წელს უკვე მოდიდან გადავიდა - კედი უნდა დარჩეს კედად, ქუსლიანი ფეხსაცმელი - ქუსლიანად.
5. ასიმეტრიული კაბები და ქვედაბოლოები
უკან გრძელი და წინ მოკლე ქვედაბოლოები ორიოდე წლის წინ შემოვიდა მოდაში. შესაძლოა მომავალში ისევ აქტუალური გახდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მჯობესია თუ მათი ჩაცმისგან თავს შეიკავებთ. წელს ყველაზე ადეკვატურ სიგრძედ მიდი ითვლება.
6. გრძელი პლისეებიანი ქვედაბოლოები
პლისე გასული სეზონის აქტუალური ტრენდი იყო. მაგრამ მოდა ერთ ადგილზე არ დგას და თუ მისი მიყოლა გაქვთ გადაწყვეტილი, წელს ამგვარი ქვედაბოლოების ჩაცმისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით თუ ისინი კაშკაშა ფერისაა.
7. კაბა-ბანდაჟი
ჯერ ერთი, ასეთი კაბები ცოტას თუ უხდება, რადგან ხაზს უსვამს ფიგურის ყველა ნაკლს. მეორეც, წელს უფრო თავისუფალი სილუეტებია მოდაში.
8. ბასკა
ბასკიანი სამოსი უკვე დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. თუ ამ ელემენტიან ტანსაცმელს იმიტომ იცვამთ, რომ გგონიათ ზედმეტ კილოგრამებს ფარავთ, უმჯობესია სპორტით დაკავდეთ.
9. ეკლები
ეკლიანი ფეხსაცმელები და ჩანთები, რომლებიც მოდაში Valentino-მ შემოიტანა, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე პოპპულარული იყო. წელს კი უმჯობესი იქნება ამ ელემენტს რეპტილიების ტყავის დეკორაციებით თუ შეცვლით.
10. დახეული ჯინსები
დახეული ჯინსები, და მით უმეტეს ე.წ. "მოხარშულები" უმჯობესია რაც შეიძლება ღრმად გადაინახოთ. ამჟამად მოდაში შავი, ლურჯი და ცისფერი ვიწრო ჯინსებია.
გისურვებთ ყოველთვის მოდურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.