კინო ჩვენი საყვარელი «ბოევიკების» მსახიობები, რომლებმაც საბრძოლო ხელოვნება დაივიწყეს 2016, 18 აპრილი, 9:06
კურტ რასელი ჯონ კარპენტერის ყველაზე საყვარელ მსახიობს ძალიან უყვარდა სპორტი და ბეისბოლისტი უნდოდა ყოფილიყო. მაგრამ სპორტული კარიერა არ აეწყო, ტრამვის გამო და ახალგაზრდა კურტი კინოში “წავიდა". ალტერნატივა წარმატებული აღმოჩნდა. სპორტთან მეგობრობამ და კარგმა აღნაგობამ, მას მალე აპოვნინა შესაფერისი ჟანრი და ადგილი კინოინდუსტრიაში. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, მისი გარეგნობა საგრძნობლად შეიცვალა და უნდა ითქვას, რომ უარესობისკე. თუმცა, ეტყობა, კურტს ნაკლებად ანაღვლებს თავისი მომრგვალებული მუცელი, რადგან ფილმის – «სიკვდილის მტკიცებულება» გადაღების დასრულების შემდეგ, ფილმის რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ კურტ რასელი არის მსახიობი, რომელსაც ნებისმიერ «ბოევიკში» შეუძლია თამაში, ასაკის მიუხედავად. პირს ბროსმანიმართალია, პაპარაცები დროდადრო აფიქსირებენ, დილით ადრე, პარკში, მოძუნძულე პირს ბროსმანს, რომელიც ხან ველოსიპედითაც სეირნობს და ცურვაც უყვარს, მაგრამ, საცურაო კოსტუმი ისე აღარ უხდება, როგორც ჯეიმს ბონდს. ჯონ ტრავოლტა«მაკულატურის» ვარსკვლავი, მხოლოდ კი არ გაზარმაცდა, არამედ კვების მენიუსაც აღარ აქცევს ყურადღებას – მისი რაციონი შოკოლადის ბატონების, ფასტფუდების კერძების, გაზიანი წყლისგან შედგება. და შედეგიც სახეზეა. რეი ლიოტი საგრძნობლად დამრგვალდა წელის არეში რეი ლიოტიც.დღეს ის ცნობილია ფილმებით «კოკაინი» და «დიდებული ბიჭები», აგრეთვე, ჯენიფერ ლოპესთან ერთად, მონაწილეობს ტელესერიალში «ლურჯი ფერები». ის თავისუფალ პერანგებს ატარებს და როგორც ჩან, დიდად არ წუხს, თავისი გარეგნობის გამო. მელ გიფსონიმოწევა, როგორც ცნობილია, სილამაზის შენარჩუნების საქმეში საუკეთესო დამხმარე არ არის. ხოლო თუ ამ ჩვევას, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესიც ემატება, როგორც მელ გიფსონის შემთხვევაში მოხდა… თუმცა, 8 შვილის მამას ნამდვილად აქვს ვარჯიშის დავიწყების და ცოტა მოდუნების უფლება. ანტონიო ბანდერასიროგორც აღმოჩნდა, ქალების გულთამპყრობელს ძალიან უყვარს იახტაზე დასვენება და გარუჯვა. მაგრამ ვარჯიში და თავის მოვლა – არც თუ ისე ძალიან. უმა თურმანიმსგავს მდგომარეობაში არიან ზოგიერთი მსახიობი ქალბატონებიც. მაგალითად, უმა თურმანი. ფილმში «მოკალი ბილი», მსახიობი ძალიან კარგ ფიზიკურ და სპორტულ ფორმაშია. მას შემდეგ, ვარსკვლავმა გული აიცრუა საბრძოლო ხელოვნებაზე და შედეგმაც არ დააყოვნა. ლინდა ჰემილტონიუკეთეს მდგომარეობაში, არც ერთ დროს, «რკინის ლედი», ლინდა ჰემილტონი არის, რომელიც თავისი დაკუნთული სხეულით აოცებდა მამაკაცებს, ფილმში «ტერმინატორი». მსახიობის დღევანდელი ფიგურა ოდნავადაც არა ჰგავს იმას, რაც ლეგენდარულ ფილმში არის ასახული. მიკი რურკიხოლო მიკი რურკი, ზემოთ ხსენებული კოლეგებისგან განსხვავებით, დროზე მოეგო გონს და ვარჯიში დაიწყო. 2009 წელს ის საშინლად გამოიყურებოდა: დაკარგა კუნთის მასა და ღიპიც «დაიდო». მაგრამ, 2014 წლისთვის თავი მოიწესრიგა: სპორტული გარეგნობაც აღიდგინა და ახალი ტატუებითაც მოიხატა სხეული. 556 14-ს მოსწონს
|