x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ალერგიული რეაქციის გამომწვევი სახლის მცენარეები

რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი კარგად იტანს მცენარეებს, ხოლო ზოგი – არა? ალერგია, ადამიანის ორგანიზმში, გაუმართავი იმუნური სისტემის არსებობას უკავშირდება.

თუ თქვენ არ იცით, რამ გამოიწვია ალერგია, მიზეზის ძებნა ოთახის მცენარეების კვლევით დაიწყეთ – შესაძლებელია, სწორედ მცენარე იყოს დაავადების მიზეზი.

image

მცენარეების სიაში, რომლებმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ, ყველაზე ხშირად, ისეთი მცენარე ხვდება, რომელიც ეთერზეთებს შეიცავს. მისი ალერგიულობის მიზეზი არის ეთერზეთების მსუბუქი კომპონენტები, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ჰაერში და ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდებიან.

გარდა ამისა, ალერგია შეიძლება გამოიწვიოს მცენარემ, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. მაგ., ისეთებს როგორიც არის: ალკალოიდიები, საპონინები და სხვა.

საერთოდ, სახლის ყვავილებზე ალერგია – ძალიან გავრცელებული მოვლენა არის. განსაკუთრებული ყურადღება მათ უნდა გამოიჩინონ, ვისაც ხეების ყვავილობის დროს, ალერგიის სიმპტომები უჩნდებათ. ზუსტად იმის თქმა, თუ სახლის რომელი მცენარე გამოიწვევს ალერგიას და რომელი არა, შეუძლებელია. ბევრს ალერგია უვითარდება, როდესაც სახლში დიფენბახია (ლათ. Dieffenbachia) და პუანსეტია (ლათ. Poinsettia) ჩნდება. აღნიშნული მცენარეები, მათ ფოთლებთან ხელის შეხების შემთხვევაში, კანის წვას და ქავილს იწვევენ.

image

არსებობს სახლის პირობებისთვის კულტივირებული სხვა მცენარეებიც, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა. მათ რიცხვს განეკუთვნებიან ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ჯგუფები და სახეობები (ეს არასრული სიაა):

image

გვიმრანაირნი (ლათ. Pteridophyta)

image

ჩვულებრივ მდგომარეობაში, გვიმრები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

image

image

image

მათი პოტენციური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ ალეერგიული რეაქციის გამოწვევა სპორებით (გამრავლების ორგანო ან «მტვერი»), რომელიც მომწიფების შემდეგ, ჰაერში იბნევა.

image

image

image

ნარგიზისებრნი (ლათ. Amaryllidaceae)

image

ამ ოჯახის წარმომადგენლები - მაღალდეკორატიული მცენარეების კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ, მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ყვავილებში ეთერზეთების კომპონენტების შენცველობის გამო.

image

image

image

ქენდირისებრნი (ლათ. Apocynaceae)

image

ეს მცენარეები, ყვავილობის დროს, დიდი რაოდენობით სურნელოვან ნივთიერებას გამოყოფენ და ალერგიულ რეაქციას იწვევენ, რაც სუნთქვის გართულებაში, გულის აჩქარებაში და ძლიერ თავის ტკივილში გამოიხატება.

image

imageimageimageimageნიუკასებრნი (ლათ. Araceae)

image

ამ ოჯახთან კონტაქტი, მაგ., გადარგვის დროს, იწვევს კანის დაზიანებას და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, მისი წვენის მასზე მოხვედრის შემთხვევაში. ამიტომ, მასთან შეხებისას, აუცილებლად ხელთათმანები უნდა გამოიყენოთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხელები და სხეულის ღია ადგილები კარგად უნდა დაიბანოთ.

image

imageimageimageimageძირმწარასებრნი (ლათ. Aristolochiaceae)

image

ყველაზე ლამაზი ამ ოჯახში, გიგანტური ძირმწარა არის, რომელიც ორიგინალური ყვავილებით გამოირჩევა. მის ყვავილებს მძაფრი, სასიამოვნო სურნელი აქვს. მაგრამ, ამ გვარის მცენარეები ძლიერმოქმედ ალკოლოიდებს შეიცავენ, რის გამოც ისინი, ერთის მხრივ, სამკურნალო მცენარეების სიაში არიან, ხოლო მეორეს მხრივ – ეს ალკოლოიდები შხამია ალერგიული ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მცენარებს სახლში თუ შეიტანთ, დიდ ფართობზე გავრცელების საშუალებას ნუ მისცემთ.

image

imageimageრძიანასებრნი (ლათ. Euphorbiaceae)

image

ამ ოჯახის მცენარეები რძის მაგვარ სითხეს შეიცავენ, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა ადამიანებში. ასეთი რამ შესაძლებელია გადარგვის ან მის ფოთლებთან შეხების დროს. ამიტომ, მათთან ურთიერთობა, ხელთათმანებით არის რეკომენდირებული.

image

imageimageimageimage

უფრო ხშირად, სახლის მცენარე, ალერგიას ყვავილობის დროს იწვევს. თუ ალერგია გაქვთ სახლის მცენარეებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტანოთ სახლში:

image

«გერანი»

image

სედუმი

image

image

ციკლამენი

image

image

გვიმრა

image

image


გიგანტური ძირმწარა

image

image

Pinguícula

image
კალანჰოე

image
აგავა

image

როდოდენდრონი

image


ბალზამინი

image


ალოკაზია

image
კოლოკაზია

image


ცოცხალმშობი ასპლენიუმი (Asplenium viviparum)

image

0
2712
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0