x
image
gionare
უნალექო ყავა ნაყინით და ყინულებით

imageროგორც იქნა დადგა ზაფხული. სიცხეებისაგან თავის დაღწევის, ერთ- ერთი გაგრილების საშუალებაა უნალექო ცივი ყავა ნაყინით. ამის მომზადებას კი არაფერი უნდა.

მომზადების წესი ერთი ჭიქისათვის:


ბლენდერში(თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა .ქვემოთ მოგახსენებთ იოლ მეთოდს) ჩაასხით ნახევარი ჭიქა სყალი, ჩაამატეთ 2ჩ/კ(ან როგორი სიტკბოსიც გნებავთ) შაქარი, 1ჩ/კ უნალექო ყავა, ერთი ჭიქისათვის განკუთვნილი ნაყინის 1/2 და დააბლენდერეთ.გადმოასხით მაღალ ჭიქაში. ჩაამატეთ დარჩენილი ნაყინი, ყინული და მიირთვით.


თუ ბლენდერი არ გაქვთ შეგიძლიათ ბოთლის გამოყენება.ძაბრის საშუალებით ბოთლში ჩაასხით ჭიქაში წინასწარ გამზადებული წყალი, ყავა, შაქარი, ნაყინი. დაახურეთ თავი და კარგად აანჯღრიეთ, რომ შაქარი გადნეს.

0
2318
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:gionare
gionare
2318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0