სხვა 10 უცნაური პროფესია, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ 2016, 15 აპრილი, 15:11 მსოფლიოში უამრავი პროფესია არსებობს, ზოგო პრესტიჟული, ზოგი ნაკლებად, არის
ისეთი პროფესიებიც, რომლებსაც ცოტა ადამიანი ეუფლება, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლის შესახებად შესაძლოა არაფერი ვიცოდეთ.
წარმოგიდგენთ 10 უცნაურ პროფესიას:
კალმების "ექიმი" როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კალამს ისევე, როგორც ადამიანს ზოგჯერ "მკურნალობა" ესაჭიროება. ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც თქვენს საყვარელ კალამს სიცოხლეს დაუბრუნებს და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. წყლის შემმოწმებელი ამ პროფესიის ადამიანებისა შეიძლება ბევრს შეშურდეს, რადგან მათი ამოცანა, მხოლოდ წყლის ატრაქციონების შემოწმებაა, ისინი ჩადიან წყალში და ამოწმებენ დაცულია თუ არა ნორმები, იმისთის რომ ატრაქცინმა ნორმალურად იფუნქციონიროს. ნაყინის დეგუსტატორი იმისთვის რომ გახდეთ პროფესიონალი დეგუსტატორი ამ სფეროში, საჭიროა ობიექტურად შეაფასოთ პროდუქტის ტექსტურა და შემადგენლობა, ნაყინის დეგუსტატორზე დამოკიდებულია პროდუქტის შემდგომი წარმატებაც. სახის კანის სპეციალისტები ამაში მხოლოდ კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები არ იგულისხმებიან, ამ დარგის სპეციალისტები მუშაობენ ისეთ კომპნიებში სადაც სახის კანის მოსავლელ საშუალებებს აწარმოებენ. შინაური ცხოველების საკვების დეგუსტატორი როგორც ჩანს უცნაური პროფესიებს საზღვარი არ გააჩნია. იმისთვის რომ ჩვენი საყვარელო ოთხფეხა მეგობრები გემრიელ და სასარგებლო საკვებს მიირთმევდნენ, აუცილებელია ის დეგუსტატორმა შეაფასოს ხარისხით, სუნით და გემოთი. სიცილის თერაპევტი ამ პროფესიის ადამიანებს ევალებათ, იყვნენ ყოველთვის კარგ ხასიათზე, რათა პაციენტებს პოზიტიური გარემო შეუქმნან, ცნობილია რომ სიცილის დროს იზრდება ენდორფინების დონე ჩვენს ორგანიზმში, რაც სტრესის დაძლევაში გვეხმარება. ბანანის სიმწიფის სპეციალისტი ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ სანამ ბანანი ჩვენამდე ანუ მომხმარებლამდე მოაღწევს მას ატარებენ სპეციალურ " გაზის კამერაში"იმისთვის რომ სწრაფად დამწიფდეს, ამას რა თქმა უნდა სპეციალისტები აკეთებენ. ექსპორტირების დროს ბანანი ჯერ კდევ მწვანეა. ავეჯის შემმოწმბელი როდესაც ყიდულობთ ახალ დივანსა თუ სავარძელს, მას უკვე გავლილი აქვს შემოწმება გამოცდილი პროფესიონალების მიერ, რომლებიც აფასებენ მის ხარისხსა და უსაფრთხოებას. ქაღალდის პირსახოცების "დეგუსტატორი" ძნელი წარმოსადგენია რომ ამ სპეცილობის ადამიანები არსებობენ, მაგრამ ფაქტია რომ ასეა, კომპანიები რომლებიც ქაღალდის ხელსახოცებსა და პირსახოცებს აწარმოებენ, სპეციალურად ქირაობენ ადამიანებს, რომლებსაც კარგი ყნოსვა აქვთ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ პროდუქტს სასიამოვნო სუნი და მიმზიდველობა ჰქონდეს. 395 4-ს მოსწონს
|