რჩევები როგორ განვაახლოთ ჯინსები საგაზაფხულოდ - ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდი 2016, 15 აპრილი, 14:10 ![]() მოსაწყენი ზამთრის შემდეგ გაზაფხული ნათელი ფერებისა და მხიალური გუნება-განწყობის დროა. შესაბამისად, სურვილი გვიჩნდება განვაახლოთ ჩვენი გარდერობი და შევუხამოთ იგი ჩვენს განწყობას. გაზაფხულზე ზამთრის მსგავსად შავ–რუხ-თეთრ ფერებში სიარული აღარ არის საინტერესო. აუცილებელია რაიმეს შეცვლა, ამის დაწყება კი ჩვეულებრივი, ძველი ჯინსით შეიძლება. ერთი შეხედვით მოსაწყენი ჯინსისგან ძალიან მარტივად შეიძლება ახალი, საგაზაფხულო, ნათელი ფერის სამოსის შექმნა. მაშ ასე, თუ თქვენს გარდერობში მოიძებნება ძველი, დალაქავებული, თითქმის გადასაგდებად გამზადებული ჯინსის შარვალი, ნუ იჩქარებთ სანაგვე ურნაში მის ჩაგდებას. უმჯობესია, გადააქციოთ იგი გარდერობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ელემენტად. ამისათვის კი დაგჭირდებათ: 1. ჯინსის შარვალი 2. რამდენიმე ფერის საღებავი ქსოვილისთვის 3. ღრუბელი ![]() განაზავეთ საღებავები ცალ-ცალკე ჭურჭელში. ![]() ჩააწეთ ღრუბელი ერთ-ერთ საღებავში და დაიტანეთ ფერი ტანსაცმელზე. შეგიძლიათ ქაოტური უზორები გააკეთოთ, ან კიდევ, სისტემატური, რეგულარული - ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ![]() ამავე წესით დაიტანეთ სხვა ფერებიც. ![]() ![]() გააშრეთ ჰაერზე მთელი ღამის განმავლობაში და მორჩა, თქვენი ახალი ჯინსი მზადაა. ![]() ![]() 234 10-ს მოსწონს
|