სხვა საბჭოთა დროის წარმოუდგენელი პოსტერები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ 2016, 14 აპრილი, 11:33
მათ, ვისაც საბჭოთა კავშირში მოუწოათ ცხოვრება, დღემდე ახსოვთ პროპაგანდული ხასიათის საბჭოთა პოსტერები, რომელთა ლოზუნგებიც უკვე ფრთიან ფრაზებად არის ქვეული. ამგვარი პოსტერების მიზანი სხვადასხვა იყო: მაგალითად, ხალხისთვის ჩვენება იმისა, თუ როგორ ეკიდება ხელისუფლება კონკრეტულ მოვლენას, ან კონკრეტული ადამიანური ღირებულების პროპაგანდა. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, დღეს ე ყველაფერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. თუმცა გვხვდება საბჭოთა დროის ისეთი პოსტერები, რომელთა ხილვისას და წაკითხვისას შეუძლებელია არ გაგიჩნდეთ შეკითხვა - საერთოდ რაზე ფიქრობდნენ მათი შემდგენლები. ქვემოთ სწორედ ამგვარ გასაოცარ, დამაბნეველ და ცოტა არ იყოს, სასაცილო პოსტერებს გთავაზობთ. 1. ჩვენს ბავშვებს დიარეა არ უნდა ემართებოდეთ. მიეცით ბავშვს 6 თვემდე მხოლოდ დედის რძე, 6 თვიდან დაიწყეთ ხელოვნური საკვების მიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ძუძუს თავს ნუ დაანებებინებთ ბავშვს ზაფხულში. ზაფხულში ჩააცვით ბავშვს საზაფხულო ტანსაცმელი. ზაფხულობით ბავშვი გყავდეთ ჰაერზე ჩრდილში. კარგად გარეცხეთ ბავშვის ჭურჭელი და სათამაშოები, ასევე კარგად დაბანეთ ხელები. მოარიდეთ ბავშვის საკვები ბუზებს. რეგულარულად იარეთ ბავშვთა კონსულტაციაში. 2. ნუ სცემთ ბავშვს - ეს აფერხებს მის განვითარებას და უფუჭებს ხასიათს. 3. აი, უსაქმური თბილი ადგილებიდან! ვინც არ მუშაობს ის არ ჭამს. 4. მოითხოვეთ ლუდით ჭურჭლის სრულად შევსება - 0, 5 ლ. ნიშნულამდე. 5. შემთხვევითი კავშირი გაკრთება, როგორც ელვა, და ამის შემდეგ მოიგიწევთ სულ ექიმებში რბენა. 6. განავითარეთ მეღორეობა! 7. სპორტი: ო ასოთი - ძლიერება, ი ასოთი - სიკვდილი. 8. ყველამ უნდა გასინჯოს როგორი გემრიელი და ნაზია კიბორჩხალები. 9. აწარმოე მეურნეობა მარჯვედ. 10. კულტურულად ვაჭრობა საპატიო შრომაა! 11. არაერთხელ გიშველით სამზარეულოში - მარტივი და საიმედო ნავთის ღუმელი. 12. იზრუნეთ თქვენს მკერდზე? გაიკაჟეთ ძუძუები ყოველდღიურად ცივი წყლით ჩამობანით. 13. ახდა ხალხის ოცნებები! 14. ახალგაზრდებო და მოსწავლეებო, შეაგროვეთ შავი მეტალის ჯართი! 2 ტონა ჯართისგან შეიძლება 1 "მოსკვიჩის" გაკეთება. 15. ფხიზლად უდარაჯეთ საბჭოთა ქონების საწყობებს, ბეღლებსა და ნალიებს. 16. შემნახველ სალაროში ფული დავაგროვეთ - ველოსიპედი შევიძინეთ! 17. ვინ სად გარბის, მე კი - შემნახველ სალაროში! 18. მოსწიეთ სიგარეტი! 19. რელიგია - შხამია, დაიცავით ბავშვები. 20. იკვებეთ მრავალფეროვნად, რეგულარულად, ზომიერად. გასუქება ნიშნავს დაბერებას! 1021 7-ს მოსწონს
|