x
image
მანჩო 777
კრიშნას ზეთოვანი ქვის საიდუმლო, რომელიც გრავიტაციის კანონს 1300 წელია არ ცნობს
ყოველ წელს ათასობით ტურისტი ჩადის ინდონეზიაში, ქალაქ მახაბალიპურამში, რათა საკუთარი თვალით იხილოს 45 გრადუსით დახრილი 250 ტონა წონის ქვა, რომელიც აგერ უკვე 1300 წელია გამოწვევას უგზავნის გრავიტაციის კანონებს.


image

ადგილობრივები ჰყვებიან ლეგენდებს, რომ კრიშნას ზეთოვანი ქვა თავად ღმერთებმა დადეს ამ ადგილზე, რათა ადამიანებისათვის ეჩვენებინათ თავიანთი ძალა, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ლოდი უბრალოდ ბუნების ქმნილებაა და მის შექმნაში ზეციური ხელი სულაც არ ურევია.



image

ყველაზე უშიშარი ტურისტები (აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ მოსახლეობაზე) სულ ახლოს მიდიან ქვასთან და მის ჩრდილქვეშ წამოწოლილებიც კი იღებენ სურათებს.


image


ლეგენდის მიხედვით, კრიშნა ხშირად იპარავდა ზეთს დედის დოქიდან და ეს ქვა-სწორედ ის მოპარული ზეთია, რომელიც წლების განმავლობაში ქვად იქცა.


გეოლოგები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივ კოროზიას არანაირად არ შეეძლო ქვის ლოდისათვის ასეთი უცნაური, ანომალიური ფორმა მიეცა.


image


ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ ქვა ეს-ესაა ადგილიდან დაიძვრება და ფერდობზე ჩამოგორდება, მაგარმ უკვე 1300 წელია ეს ასე არ ხდება.


პირველი ადამიანი, ვინ შეეცადა ქვა ადგილიდან დაეძრა, იყო მეფე პალავი ნარასიხმა, რომელიც სამხრეთ ინდოეთში ცხოვრობდა 630-669 წლებში, მაგრამ მან ეს ვერაფრით ვერ მოახერხა; მეორე ცდა ეკუთვნის მადრასის გუბერნატორ არტურ ლოლის - ეს უკვე ხდება მე-20 საუკუნის დასაწყისში: ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებით შეწუხებულმა გუბერნატორმა შეეცადა შვიდი სპილოს დახმარებით ქვა ადგილიდან დაეძრა, მაგრამ მისმა მცდელობამ კრახი განიცადა.


image

იდუმალებით მოცული კრიშნას ქვის გამოცანა დღემდე გამოუცნობია და სავარაუდოდ, მეცნიერებს კიდევ დიდხანს მოუწევთ ტვინის მტვრევა მის შესახებ.



image

6
853
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
853
  
2016, 6 ივნისი, 13:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 14 აპრილი, 11:38
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა და შეუცნობელის ნახვის სურვილით გამო, შიშის მიუხედავად უკან არ იხევს ხშირად. :)
2016, 13 აპრილი, 23:40
მიუხედავად იმისა, რომ გამოუსწორებელი მშიშარა ვარ. სულ ვიქექები ასეთ იდუმალ ამბებში და ხშირად ვკითხულობ სხვადასხვა ისტორიებს:)
2016, 13 აპრილი, 12:59
ბევრია სამეგრელოში ადგილები, რომლებიც ფიზიკის კანონებს არ ექვემდებარება.
2016, 12 აპრილი, 23:35
ძალიან მიტაცებს ასეთი ანომალიური მოვლენები
2016, 12 აპრილი, 11:26
მაგარია
0 1 6