სხვა უკაცრიელ კუნძულზე გარიყული რობონზონები სიტყვამ '' HELP'' გადაარჩინა 2016, 11 აპრილი, 10:22 უკაცრიელ კუნძულზე გარიყული მეზღვაურები, რომელთა გემმაც კატასტროფა განიცადა, სიტყვამ HELP გადაარჩინა. გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების მიერ შველის სათხოვნელად გაკეთებული წარწერა სანაპირო დაცვამ შენიშნა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ წყნარი ოკეანის ერთ პატარა უკაცრიელ კუნძულზე სამი დღის წინ დაკარგული სამი მეზღვაური იპოვა. 2016 წლის 5 აპრილს ვერტმფრენის ეკიპაჟმა პლაჟზე პალმის ფოთლებისაგან გაკეთებული წარწერა HELP შენიშნა, რომელიც კატასტროფას გადარჩენილებმა ყურადღების მისაქცევად გააკეთეს. როგორც შემდგომში მეზღვაურებმა ჟურნალისტებს უამბეს, მათი პატარა გემი შტორმმა დაანგრია, ხოლო სამი კაცისაგან შედგენილმა ეკიპაჟმა მოახერხა ახლომდებარე პატარა კუნძულთან მიცურვა, თუმცა ამისათვის მათ ორი საზღვაო მილის (დაახლოებით 3, 7 კილომეტრი) გაცურვა მოუხდათ. ფანადიკის სახელით ცნობილი პაწაწინა კუნძული მიკრონეზიის შემადგენლობაში შემავალი 600 კუნძულიდან ერთ-ერთია. სანაპირო დაცვის უფროსი ამბობს, რომ მეზღვაურებს დროზე მიუსწრეს: მათი გადარჩენის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო, რადგან ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე, რომელსაც კუნძული პირობითად ჰქვია, თავის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ იყო -კუნძულზე არ არის სასმელი წყალი და არანარი საკვები რესურსები. ახალმა რობინზონებმა კუნძულზე სულ სამიოდე დღე გაატარეს, როცა ბოლოს და ბოლოს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო პატრულმა შენიშნა მარაოს ფოთლებისაგან გაკეთებული წარწერა HELP და სამი ადამიანი, რომლებიც ენერგიულად იქნევდნენ ნარინჯისფერ მაშველ ჟილეტებს. 234 6-ს მოსწონს 1-ს არა
|