x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნათება

image

image

1. გამოსახულებაზე ნათების ეფექტის შესაქმნელად, შევარჩიოთ შესაფერისი სურათი.

image

image
2. გავაკეთოთ ფენის კოპირება 8-ჯერ.

imageimage

image

3. ჩავრთათ და გავააქტიუროთ I კოპირებული ფენა. ბრძანებით: მენიუ Filter > Render > Lens Flare…, ეკრანზე გამოდის Lans Flare ფილტრის სადიალაგო ფანჯარა.

imageimage

image

ფილტრის წინასწარი დათვალიერების ეკრანზე, ჯვრის ფორმის ნიშნის, მაუსით გადაადგილებით, მომავალი ნათების ადგილზე. ამის შემდეგ, საჭიროა ფილტრის პარამეტრების დარეგულირება:

Brightness ბერკეტით განისაზღვრება ნათების სიძლიერე. I ფენისთვის ეს მაჩვენებელი 20%-ის ტოლია.

Lens Type ველში უნდა შევარჩიოთ ნათების ტიპი. I და მომდევნო 6 ფენისთვის უნდა გავააქტიუროთ პირველი გადამრთველი – 50-300mm. პარამეტრების დარეგურილების შემდეგ, დავაჭიროთ OK ღილაკს.
4. იგივე ქმედება უნდა განვახორციელოთ ყველა კოპირებულ ფენაზე, იმ განსხვავებით, რომ ყოველ შემდეგ ფენაზე, ნათების სიძლიერე გაიზრდება 10%-ით, ხოლო ბოლო ფენაზე, ნათების ტიპების ველში უნდა ჩავრთათ 35mm Prime გადამრთველი და ნათების სიძლიერის მაჩვენებელი 120%-მდე გავზარდოთ.

imageშენიშვნა: ნათება ჯერ ერთ თვალზე უნდა დავაყენოთ, რადგან ფილტრში, ნათების ნიშნის გადატანის შემდეგ, ძველი ადგილის მოძებნა ძალიან რთული იქნება.
5. იგივე წესით უნდა დავაყენოთ ნათება მეორე თვალზე.
6. გავხსნათ Animation პალიტრა (პალიტრის გახსნის წინ, Layers პალიტრა ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ზემოთ სურათზე არის ნაჩვენები).

პალიტრაში მხოლოდ ერთი კადრი დაფიქსირდება > გავხსნათ პალიტრის მენიუ, პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით და ავირჩიოთ Make Frames From Layers პუნქტი > Layers პალიტრის ფენებიდან კადრები შეიქმნება და ანიმაციის პალიტრაში მივიღებთ 9 კადრს.

imageimage

image

დავაფიქსიროთ კადრის შეჩერების დრო: დავაჭიროთ I და ბოლო კადრს Shift ღილაკის თანხლებით და მოვინიშნოდ ყველა კადრი > კადრის დროს მენიუდან ავირჩიოთ – 0, 1 წამი (როდესაც რამოდენიმე კადრი არის მონიშნული, ერთ კადრზე შეცვლილი დრო, ავტომატურად ფიქსირდება ყველა მონიშნულ კადრზე) და გავაკეთოდ კადრების კოპირება. ამის გაკეთება შეიძლება რომელიმე კადრზე ან კადრების საზღვარზე მაუსის მარცხენა ღილაკის დაჭერით და კადრების პალიტრის ახალი კადრის შექმნის ღილაკზე გადათრევით > შეიქმნება ახალი 9 კადრი > მონიშვნა მოეხსნება პირველ 9 კადრს და მოინიშნება ახალი კადრები > არ უნდა გავაუქმოთ მონიშვნა და გავხსნათ ანიმაციის პალიტრის მენიუ > ავირჩიოთ Reverse Frames პუნქტი. მონიშნული კადრების რიგითობის თანამიმდევრობა შებრუნდება > კადრის შეჩერების დრო, 0, 5 წამამდე უნდა გავზარდოთ I და IX ან X კადრებზე > ანიმაცია შევინახოთ GIF ფორმატში ბრძანებით: მენიუ File > Save for Web & Devices.

image

image

0
63
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0