x
image
თამუნა გეწაძე
რატომ სჭირდება ორგანიზმს "C" ვიტამინი?

image


ვიტამინ "C"-ს შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე მთავარი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.ის ორგანიზმში მხოლოდ საკვებთან ერთად ხვდება.მისი არ არსებობის შემთხვევაში ორგანიზმში სერიოზული პრობლემები ჩნდება.ადამიანს ემუქრება ჰიპოვიტამინოზი, რაც გამოწვეულია ვიტამინ "C" ნაკლებობით. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ორგანიზმი ამ ვიტამინის სიმცირეს განიცდის? "C" ვიტამინის დახმარებით ორგანიზმში ხდება რიგი ჰორმონების სინთეზი, რომლებიც ჩვენს განწყობაზე ახდენენ რეაგირებას.მუდმივი უკმაყოფილების გრძნობა და ცრემლიანობა იმის მაჩვენებელია, რომ დამატებით უნდა მივიღოთ "C" ვიტამინი.ასკორბინის მჟავა ასევე "პასუხისმგებელია"კოლაგენების სინთეზზე.სისხლძარღვების კედლების მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს ეს ვიტამინი. ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, ასევე შეშუპებები, ჰიპოვიტამინოზის მაჩვენებელია.

დაბალი გემოგლობინის შემთხვევაში ექიმები გვირჩევენ ბროწეულის მიღებას. ეს კი შეიცავს დიდი რაოდენობით "C" ვიტამინს, რომელიც ანელებს ერიტროციტებიდან ჰემოგლობინის უტილიზაციას და იზრდება მისი მაჩვენებელი.დღე-ღამეში ორგანიზმს ჩვენს ყოველ წონით კილოგრამზე სჭირდება 2, 5მილიგრამი "C" ვიტამინი, ეს არის მაქსიმალური დოზა, რომელსაც არ უნდა გადავაჭარბოთ.

შეგახსენებთ, რომ 1923 წლის 4 აპრილს პირველად ექიმმა გლენ კინგმა აღწერა ქიმიური შემადგენლობა "C" ვიტამინის. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ამ ვიტამინის აუცილებლობის შესახებ საუბარი.

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0