x
image
თამუნა გეწაძე
სოკოს სალათი.
მარხვის დროს განსაკუთრებით აქტუალურია ჯანსაღი კვება. როგორც ვიცით გაზაფხულზე ისედაც განიცდის ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას, ამიტომ აუცილებელია ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.მე შემოგთავაზებთ სამარხვო სალათის რეცეპტს, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და ამავე დროს ძალიან გემრიელია.

imageმასალად საჭიროა:

400 გრ.ქამა სოკო.

3 თავი ხახვი.


50გრ.მცენარეული ზეთი.

1 ქილა მოხარშული სიმინდი.

სალათის ფურცლები.

3 კბილი ნიორი.

2 ცალი კიტრი.

სამარხვო მაიონეზი

შავი პილპილი.


მომზადების წესი: ქამა სოკო აუცილებლად უნდა იყოს თეთრი და ნარჩევი.გავრეცხოთ და მოვხარშოთ. შემდეგ მოვათავსოთ საწურზე.დავჭრათ და მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ ხახვთან ერთად. გავრეცხოთ სალათის ფურცლები და დავჭრათ. .ამას ყველაფერს შეურიოთ სიმინდის მარცვლები დაჭრილი კიტრი და წვრილად დაჭრილი ნიორი.აურიოთ ერთმანეთში სამარხვო მაიონეზთან ერთად, მივცეთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. მიირთვით გესიამოვნებათ.

0
670
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0