x
image
თამუნა გეწაძე
ვჭამთ რამდენიც გვინდა წონაში კი ვიკლებთ
image


იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ორგანიზმში არსებულ ტოქსინებსა და ჭარბ სითხეს, ამავე დროს გავიძლიეროთ იმუნური სისტემა, ყოველდღიურად უნდა მივიღოთ აქ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტები.

1.ბროკოლი შეიცავს ისეთ ორგანულ ნაერთს, რომელიც გამოირჩევა სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტით.აგრეთვე ამ ნივთიერებას გენების აღმდგენი უნარიც აქვს.

2.ჭარხალი საოცარი საშუალებაა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნისათვის. ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.


3.ოსპი ყველაზე კარგი დასაწყნარებელი საშუალებაა. მისი ნაკლებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დეპრესია.

4. ვაშლი საუკეთესო საკვებია ნაწლავებში მცხოვრები სასარგებლი ბაქტერიებისათვის ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას რაც ასე აუცილებელია ორგანიზმისათვის.ვაშლი ზოგიერთი ვიტამინის (მაგალითად K და B)სინთეზსაც უწყობს ხელს.

5.ბოსტნეულის მწვანე ფოთლები(მწვანე სალათი ნიახური, კომბოსტო ისპანახი) შეგვიძლია მივირთვად უმი სახით მათ შეუძლიათ ღვიძლი დაიცვან მავნე ტოქსინებისგან(მძიმე მეტალები, პესტიციდები)

6.ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს ცე ვიტამინს რაც აუცილებელია ორგანიზმისათვის.მისი მოქმედებით ტოქსინები ადვილად იხსნებიან წყალში და გამოიდევნებიან ორგანიზმიდან.

7.ნიორს ორი საოცრად კარგი თვისება გააჩნია: ის ეხმარება გულს და ააქტიურებს ღვიძლის ფერმენტებს, რის შედეგადაც ორგანიზმიდან შლაკები გამოიდევნებიან.

8.მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქციდანტებით.მას ორგანიზმიდან ადვლად გამოაქვს ჭარბი სითხე რაც ხელს უშლის შეშუპებას.

9. წყალმცენარეები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ ვიტამინებსა და მინერალებს.ამიტომ სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ამ პროდუქტების მიღებისას წონაში საგრძნობლად ვიკლებთ.ორგანიზმი კი ინარჩუნებს ჯანმრთელობას.

0
1975
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
1975
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0