მხედველობა — ის არის, რასაც ყოველი ჩვენგანი ისე იღებს, როგორც ჯეროვანს, აუცილებელს. ის არის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ადამიანი მხოლოდ მაშინ აფასებს, როდესაც კარგავს. თუმცა, უსინათლო ადამიანს შეუძლია უფრო მეტი რამ მიიღოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგ., ამერიკელმა მწერალმა ჰელენ კელერმა (Helen Keller), თავისი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს უახლეს ისტორიაში და შეიძლება, სწორედ იმიტომ, რომ უსინათლო ოყო. ის იყო პირველი უსინათლო, რომელმაც უმაღლესი განათლება და სამეცნიერო ხარისხი მიიღო. გარდა ამისა, იყო პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი.
არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ მათ უსინათლობას ვინმე ფიზიკურ ნაკლად თლიდეს.
თუ ადამიანი კარგავს ერთ გრძნობას, მაშინ მეორე გრძნობა უძლიერდება, რომ დანაკარგის კომპენსირება მოხდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსინათლო ადამიანს ბევრად უფრო კარგი სმენა აქვს, ვიდრე ადამიანს, რომელსაც არ აქვს მხედველობის პრობლემა.
25. ძაღლი-გზამკვლევი ბუნებრივ მოთხოვნილებას მხოლოდ პატრონის ბრძანების შემდეგ იკმაყოფილებს. ეს იმიტომ ხდება, რომ პატრონმა იმ ადგილის დასუფთავება შეძლოს.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919533073439.jpg)
24. აშშ-ს მეომრებმა ერთხელ ფერის სიბრმავის მქონე ადამიანები გამოიყენეს შენიღბული მოწინააღმდეგეების აღმოსაჩენად. ეს ადამიანები კამუფლიაჟს იქ ხედავენ, სადაც ჩვეულებრივი მხრდველობის ადამიანი ვერ ამჩნევს.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919534773439.jpg)
23. ზოგიერთ უსინათლოს ექოლოკაციით შეუძლია ორიენტირება. ისინი ხმაურს ქმნიან და ასე გებულობენ, სად იმყოფებიან. თუ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ღამურები გაგახსენდათ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, – სწორედ ისე ხდება, როგორც ღამურების შემთხვევაში!
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/2018061119345073439.jpg)
22. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში 280 მლნ. სუსტი მხედველობის მქონე ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, დაახლოებით, 40 მლნ. — უსინათლოა.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919544773439.jpg)
21. თეოდორ რუზველტმა ერთ თვალში მხედველობა კრივის დროს მიღებული ტრამვის შედეგად დაკარგა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისთვის ის უკვე აშშ-ს პრეზიდენტი იყო.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/2018061119380273439.jpg)
20. დიდ ბრიტანეთში სატელევიზიო ლიცენზიაში, უსინათლო ადამიანები ნახევარ ფასს იხდიან. საქმე იმაშია, რომ იქ კანონი მოქმედებს, რომელიც ტელევიზორის მფლობელებს გადასახადის გადახდას ავალდებულებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არავინ უყურებს. ![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919552473439.jpg)
19. ნაპოლეონის არმიაში ბრაილის შრიფტის მაგვარ რელიეფურ შრიფტს ე. წ. «ღამის ანბანს» იყენებდნენ, რომლითაც მათ შეტყობინების წაკითხვა სრულ სიბნელეში შეეძლოთ. ეს შრიფტი, ნაპოლეონის ბრძანებით, 1808 წ. კაპიტანმა შარლ ბარბემ შექმნა (მაშინ ბრაილი ჯერ დაბადებული არ იყო). მოგვიანებით, შრიფტის დანერგვა უსინათლო ბავშვების სკოლაში გადაწყდა, რომელშიც ლუი ბრაილი სწავლობდა და 15 წლის ბრაილმა უსინათლო ადამიანებისთვის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი შექმნა.![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/2018061119382973439.jpg)
18. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დაავადება, რომელიც სუსტი მხედველობის მიზეზი არის, 80%-ის შემთხვევაში განკურნებადია. მაგრამ, ამ ადამიანების 90% სამედიცინო მომსახურების შეზღუდული ხელმისაწვდომობის, ნაკლებშემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობს.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919562473439.jpg)
17. ზღაპრების სერია - «რედვოლის» («Redwall») პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით (ნათარგმნია 14 ენაზე) იმით არის განპირობებული, რომ ის აღწერილობითი ხასიათისა. ბრაიან ჟაკმა (Brian Jacques) ეს ნაწარმოები უსინათლო ბავშვებისთვის დაწერა.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/2018061613093973439.jpg)
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919564173439.jpg)
16. დალტონიზმი გენური მუტაციის შედეგია და ხშირ შემთხვევაში, მემკვიდრეობით გადადის. ხანგრძლივი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ამ დაავადებისგან მაიმუნი (თვალის ბადურაზე გადაუნერგეს კოლბისებური უჯრედები) თითქმის განკურნეს. სავარაუდოდ, ახლო მომავალში, დალტონიზმის მკურნალობა შესაძლებელი იქნება.![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919570173439.jpg)
15. 1945 წ. ნიუ-მექსიკოს პოლიგონზე (აშშ) ატომური ბომბის გამოცდის დროს, სრულიად უსინათლო ჯორჯია გრინმა (Georgia Green) ნათება დაინახა, რომელიც მისგან 80, 47 კმ-ით იყო დაშორებული.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919572173439.jpg)
14. რადგან ჯერომ სელინჯერი ისე გარდაიცვალა, რომ წიგნის - «თამაში ჭვავის ყანაში», აუდიო ვერსიაზე საავტორო უფლება არავის დაუტოვა, ლეგალურად აუდიო წიგნის მიღების ერთადერთი საშუალება, — ექიმისთვის ცნობის გამორთმევა არის, რომელშიც დაფიქსირებული იქნება, რომ სუსტი მხედველობა გაქვთ. შემდეგ ეს ცნობა კონგრესის ბიბლიოთეკაში უნდა წარადგინოთ. ამერიკაში მოქმედი საავტორო უფლებების კანონის მიხედვით, კონგრესის ბიბლიოთეკას, სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, ნებისმიერი ნაშრომის კოპირების უფლება აქვს.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919573873439.jpg)
13. Crayola-ის ცვილის ფერადი ცარცის შემქმნელმა, ემერსონ მოზერმა (Emerson Moser) პენსიაზე გასვლის შემდეგ აღიარა, რომ ის ფერებს ვერ არჩევდა, ანუ დალტონიზმით იყო დაავადებული. მიუხედავად ამისა, ცარცების ნაკრებში 120 სტანდარტული ფერია.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919575573439.jpg)
12. უსინათლო ადამიანები საშიშ სიზმრებს უფრო ხშირად ხედავენ, ვიდრე ადამიანები, მხედველობის პრობლემების გარეშე.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919581673439.jpg)
11. იმ შემთხვევაში, თუ უსინათლოს ძაღლების ეშინია, ან ალერგია აქვს ძაღლის ბეწვზე, მისი მეგზური პონი ხდება.![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/2018061119582673439.jpg)
10. რადგან გზამკვლევ-ძაღლს არ შეუძლია იმის თქმა, თუ რა ფერის შუქნიშანი ანთია, უსინათლო ქუჩაზე გადასვლისას, მთლიანად ხმოვან სიგნალზე არის დამოკიდებული. თუმცა, ავტომობილის მოახლოების შემთხვევაში, ძაღლი ადგილიდანა არ გაინძრევა.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919585473439.jpg)
9. ორი გზამკვლევი-ძაღლი სოლტი (Salty) და როზელი (Roselle) მედლით დააჯილდოვეს. მათ მოახერხეს და უსინათლო პატრონები, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, სავაჭრო ცენტრის შენობიდან გამოიყვანეს.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040919591273439.jpg)
8. 19 წლის მეთიუ უაიგმანი (Matthew Weigman) ჰაკერობისთვის დააპატიმრეს. ის, ზემგრძნობიარე სმენის წყალობით, ტელეფონის კოდებს ტეხდა, პოლიციის სპეცგანყოფილებაში (SWAT) რეკავდა და პოლიციას იმ ადამიანების მისამართებზე გზავნიდა, ვინც არ მოსწონდა.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920060273439.jpg)
7. Skilcraft-ის კალმები, რომლებსაც აშშ-ს ხელისუფლება იყენებს, უსინათლოების მიერ არის აწყობილი.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920061873439.jpg)
6. უსინათლო ადამიანს, სიყვარულით ქორწინების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ნორმალური მხედველობის მქონეს. ამერიკელი უსინათლოების 65% ქორწინებაში იმყოფება. ხოლო, განქორწინების კოეფიციენტი – 16, 5%-ის ტოლია. განქორწინების კოეფიციენტი, ჩვეულებრივ წყვილებს შორის, – 53 %–ია.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920063473439.jpg)
5. ამერიკელმა პედაგოგმა, ფრედ მაკფილ როჯერსმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა ტელესერიალში «ჩვენი მეზობელი მისტერ როჯერსი», ერთხელ უსინათლო გოგონასგან წერილი მიიღო, რომელიც სთხოვდა, – როდესაც ის თევზებს აჭმევდა, ამის შესახებ ხმამაღლა ეთქვა. და მან შეასრულა გოგონას თხოვნა!
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920065373439.jpg)
4. დაბადებიდან უსინათლო ადამიანებს არ ემუქრებათ შიზოფრენია, მაგრამ არსებობს აუტიზმის განვითარების რისკი.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920071473439.jpg)
3. ზოგიერთ ქვეყანაში უსინათლოებისთვის, ტაქტილური (შეხებითი) ანუ ტექსტურული ტროტუარები არის, რომელსაც ჯოხით შეიგრძნობენ უსინათლოები და გადაადგილებისას იყენებენ. ასეთი ტროტუარები ძალიან ეფექტურია გზაჯვარედინებზე და მეტროში.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920073373439.jpg)
2. უსინათლო ადამიანები, ლსდ (ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი — ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება)-ს მიღების შემთხვევაში, ჰალუცინაციებს ხედავენ.
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920075173439.jpg)
1. ის, რომ უსინათლო ადამიანი იგივე ემოციებს გამოხატავს, რასაც მხედველობის მქონე (ღიმილი, მოღუშვა და ა. შ.), იმით აიხსნება, რომ ადამიანი სახის მიმიკებით იბადება და მისი შესწავლა არ ხდება.![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201604/2016040920081173439.jpg)
![საინტერესო ფაქტები სუსტი
მხედველობის და უსინათლო ადამიანებზე image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201806/2018061117530573439.jpg)
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ
ვარდისფერის საიდუმლო
ფერი, რომელიც რეალურად არ არსებობს. რატომ არის ზღვა ლურჯი, ცა ცისფერი...