შოუბიზნესი ფოტოები "ცეკვავენ ვარსკვლავების" კულისებიდან 2016, 7 აპრილი, 0:05 პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ საქართველოში, დაწყებისთნავე უამრავი მაყურებელი ჰყავდა და თითოეული სეზონი გამორჩეული იყო მონაწილე ვარსკვლავებითა და მათი მოცეკვავე პარტნიორებით. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში არაერთი წარმატებული, მომხიბვლელი და პროფესიონალი მოცეკვავეა, რომლებიც ქართველმა მაყურებელმა ამ შოუს საშუალებით გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხუთი სეზონი დიდი რეიტინგით სარგებლობდა, ტელეკომპანია „იმედი“ აანონსებს, რომ ცეკვავენ ვარსკვლავების მე-6 სეზონი იქნება ყველაზე განსხვავებული და ეპიკური სეზონი ამ შოუს ისტორიაში . სპეციალურად ამ სეზონისათვის ტელე-იმედის პავილიონში აშენდა ცეკვავენ ვარსკვლავების დარბაზი, რომელიც ყველაზე დიდია მთელ ამიერკავკასიაში და გოჩა ჩერტკოევის შეფასებით - ეს პავილიონი არის მესამე ადგილის მფლობელი მსოფლიოში, ლონდონისა და ჰოლივუდის პავილიონებთან ერთად. ცეკვავენ ვარსკვლავების მე-6 სეზონი 4 აპრილს პომპეზურად გაიხსნა და პროექტის ქართველი და არა მარტო ქართველი ვარსკვლავები მაყურებლების წინაშეც წარდგნენ. მათი ვიდეოები კი უკვე მოწინავე ადგილებს იკავებს ნახვებით, რაც პროექტის წარმატებულ დაწყებას ნიშნავს. სტატიაში გთავაზობთ, ვარსკვლავების ფოტოებს კულისებიდან და საგრიმიოროდან, სადაც ისინი სცენაზე გასასვლელად ემზადებიან. 1415 8-ს მოსწონს
|