x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნეპალელი ბრძენის 32 რჩევა
image


1. ნელა ილაპარაკეთ და სწრაფად იფიქრეთ.


2. ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე, მათი ნათესავების მიხედვით.


3. როდესაც ამბობთ: «მე შენ მიყვარხარ», — სიმართლე თქვით!



4. როდესაც ამბობთ: «ვწუხვარ», — ადამიანს თვალებში უყურეთ.


5. ნურასოდეს დასცინებთ სხვის სიზმრებს და ოცნებებს.


6. მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ელიან, და ეს სიხარულით გააკეთეთ.


7. ყოველთვის იმეორეთ თავში თქვენი საყვარელი ლექსი.


8. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც გაიგებთ, დახარჯეთ ყველაფერი, რაცა გაქვთ, იძინეთ იმდენ ხანს, ვიდრე არ გამოიძინებთ.


image
9. დიდი სიყვარული და დიდი მიღწევა, ყოველთვის რისკს მოითხოვს.


10. როდესაც წააგებთ, შეეცადეთ გაკვეთილი მიიღოთ ან კიდევ უკეთესი იქნება, თუ სარგებელს ნახავთ.


11. პატივისცემით მოეკიდეთ საკუთარ თავს, პატივი ეცით სხვებს, ყოველთვის აგეთ პასუხი საკუთარ საქციელზე.


12. პატარა კამათს, დიდი მეგობრობის დარღვევის უფლებას ნუ მისცემთ.


13. როდესაც მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, მის “ჩაფარცხვას" ნუ ეცდებით, მიდით და სწრაფად გამოასწორეთ.


14. ყოველდღიურად, დროის გარკვეული ნაწილი მარტოობაში გაატარეთ.


15. იყავით მზად გაზიარებისთვის, მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ ფასეულობებს.


16. ხანდახან დუმილი — საუკეთესო პასუხი არის.


image
17. იკითხეთ ბევრი.


18. ღმერთის გწამდეს, მაგრამ სახლის კარი ყოველთვის დაკეტეთ.


19. ახლობლებთან კამათის დროს, განიხილეთ მხოლოდ მიმდინარე სიტუაცია. ნუ გაიხსენებთ წარსულს.


20. წაიკითხეთ სტრიქონებს შორის.


21. საკუთარი ცოდნა ბავშვებს გაუზიარეთ. დღეისათვის ეს, უკვდავების მოპოვების ერთადერთი ცნობილი ხერხია.


22. მოუფრთხილდის დედამიწას. ნუ დაანაგვიანებთ მას.


23. ნუ შეაწყვეტინებთ საუბარს მას, ვინც გეპირფერებათ.


24. ნურასოდეს ჩაერევით სხვის საქმეში, ნურავის მისცემთ უაზრო რჩევას.


image
25. ნუ ენდობით მას, ვინც ღია თვალებით გკოცნით.


26. წელიწადში ერთხელ, იქ გაემგზავრეთ, სადაც არასდროს ყოფილხართ.


27. თუ ბევრ ფულს იშოვით, მისი ნაწილი სხვების დასახმარებლად გამოიყენეთ.


28. გახსოვდეთ, სურვილის ვერ ასრულება — ხანდახან, სწორედ რომ იღბალი არის.


29. დაუჯერეთ ექიმს, მაგრამ ისწავლეთ ზოგიერთი აკრძალვის დარღვევა.


30. თქვენი წარმატება იმის მიხედვით შეაფასეთ, თუ რისი გაღება მოგიხდათ, მის მისაღწევად.


31. თქვენი «მე» — თქვენი მოგზაურობის უკანასკნელი პუნქტი არის.


32. სიყვარული და კერძის მომზადება, დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს — ნუ შეიყვარებთ სხვისი ზეგავლენით და ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტით.

6
1369
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1369
  
2017, 29 ივნისი, 14:18
ნუ მოამზადებთ სხვისი რეცეპტით
2016, 6 ივნისი, 13:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 მაისი, 14:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 7 აპრილი, 11:12
ეს აუცილებლად უნდა გამეზიარებინა
0 1 6