სხვა ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მთავარია სურვილი.....დანარჩენი მეორეხარისხოვანია 2016, 5 აპრილი, 23:45 გახსოვთ ძველი ანდაზა - "ის, ვისაც უნდა, ეძებს შესაძლებლობებს; ხოლო ვისაც არ უნდა - ეძებს მიზეზებს"? - ადამიანები ჩვენი კოლაჟიდან ამტკიცებენ, რომ ეს მართლაც ასეა. ქვემოთ მოყვანილი ფოტოსურათები აუცილებლად უნდა ნახოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც წუწუნებს, რომ ვერა და ვერ ახერხებს საკუთარი ოცნების განხორციელებას.
განუხორციელებელი ოცნებების ჩემპიონები, რაღა თქმა უნდა, ბავშვები არიან - მათ უბრალოდ სურდათ კალათბურთი ეთამაშათ, თუმცა ბურთის გარდა სხვა არაფერი გააჩნდათ..მათ გამოსავალი მოძებნეს აქ კი ბავშვებს უკვე ჰქონდათ ბურთი, სათამაშო მოედანი და ფარი, მაგრამ არ ჰქონდათ რგოლი ამ ბავშვებს ძალიან სურდათ ბილიარდის თამაში არ გაქვთ ყიდვის საშუალება?- გააკეთეთ თქვენი ხელით აი კიდევ ერთი ფოტო განყოფილებიდან: გააკეთე შენ თვითონ! ჭადრაკის თამაში გიყვართ?- მერედა ვინ გიშლით არც შაშის დაფის გაკეთებაა ძნელი, თუკი ბუნებაში გასეირნების დროს თამაში გადაწყვიტეთ საკუთარი ხელით თურმე საფეხბურთო ატრიბუტების შექმნაცაა შესაძლებელი რახან ფეხბურთზე ჩამოვარდა სიტყვა, ვნახოთ, როგორ თამაშობენ მას აფრიკის ღარიბი ქვეყნების ბავშვები იქ ბედნიერად ითვლება ის, ვისაც ნამდვილი ბურთი მაინც აქვს ძირითადად ბურთის მაგივრად ასეთი რამ გამოიყენება ან სულაც ეს და კიდევ, შესანიშნავი მოტივაცია აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ბოდიბილგინდით ვარჯიში გადაწყვიტა. აქ უკვე არა აქვს მნიშვნელობა, აფრიკაშია ეს თუ ცივ და სუსხიან ციმბირში სწორი ადგილი არაა თქვენს სოფელში? - მერე რა.. ფერდობებზეც შეიძლება ფეხბურთის თამაში (ჩვენი ნაკრების თამაშის შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ სწორედ ასეთ მოედანზე ვარჯიშობენ ხოლმე... ეს ისე, ხუმრობით) გახსოვთ, ბავშვობაში როგორ ოცნებობდით ველოსიპედზე? ვიღაცამ კი უბრალოდ აიღო და თავად გააკეთა ველოსიპედი ამ ყმაწვილს ძალიან უნდოდა ძელზე აზიდვაში ევარჯიშა. სპილო ამ საქმეში შესანიშნავი დამხმარე აღმოჩნდა იცით, როგორ შეუერთოთ მეხსიერების ჩიპი (ფლეშკა) ძველ კომპიუტერს, რომელსაც USB არ აქვს? გაზონის საკრეჭი მანქანა არ გაქვთ, მაგრამ კურდღელი გყავთ?- მაშინ უკვე პრობლემა გადაჭრილია, მთავარია მოხერხება ისეც აფრიკა....და ისევ საბავშვო სათამაშოები და რა თქმა უნდა, სამხედრო წრთობა- იცოდით, როგორ დატენოთ 20 ტელეფონი ერთი დენცქვიტათი? ასე რომ, შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია. მთავარია სურვილი, ცოტაოდენი მოთმინება, ნებისყოფა და რაღა თქმა უნდა, ტვინისა და ხელის განძრევა. დამერწმუნეთ, თუკი მოინდომებთ, ოცნებები აუცილებლად აგიხდებათ! 695 13-ს მოსწონს
|