მუსიკა რობი უილიამსი თბილისში "დინამო" არენაზე იმღერებს 2016, 4 აპრილი, 9:36 27 მაისს ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი "დინამო" არენაზე გამოვა, ამის შესახებ ჯგუფმა Groovesonix -მა "ტვიტერზე" დაწერა. “მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ, რომ რობი უილიამსს მხარს დავუჭერთ 27 მაისს, დინამო არენაზე, თბილისში, საქართველოში”, - წერია საერთაშორისო ბენდის Groovesonix-ის “ტვიტერში”. რობი უილიამსის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშანავად საქართველოში მაღალი დონის უცხოელი არტისტების ჩამოსვაა დაგეგმილი. ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი რობი უილიამსი 1990-1995 და 2009-2012 წლებში იყო პოპ-ჯგუფ Take That-ი წევრი.აგრეთვე ჩაწერილი აქვს სოლო ალბომები. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია რობის 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რითაც იგი ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვად შემსრულებელად ითვლება. იგი აგრეთვე ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად ითვლება, ხოლო ლათინურ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი უცხო შემსრულებელია. ბრიტანეთში მისი ექვსი ალბომი მოხვდა ყველა დროის 100 პოპულარული ალბომების სიაში, ხოლო 2006 წელს მან მსოფლიო ტურნეს "Close Encounters Tour" დროს 1.6 მილიონი ბილეთი ერთ დღეში გაყიდა და რითაც გინესის რეკორდსმენი გახდა. 2014 წელს მშობლიურ ქალაქში( სტოკი) ქუჩებს მისი სახელი დაერქვათ და ტურისტებისთვის გაიხსნა მასთან დაკავშირებული სპეციალური მარშრუტი. 75 11-ს მოსწონს 1-ს არა
|