x
image
მანჩო 777
ვატიკანიდან საქართველომდე - რას ნიშნავს ევროპის სახელმწიფოების სახელები
გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ დაერქვა იტალიას იტალია, ან ლიხტენშტეინს ლიხტენშტეინი? ამ პოსტში შევეცდები გაგარკვიოთ, თუ როგორ გაჩნდა ევროპის 45 ქვეყნის სახელწოდება და რას ნიშნავს ისინი.


image



ბოსნია და ჰერცეგოვინა (Bosna i Hercegovina)



image

''ბოსნია'' - ეს სახელწოდება წარმოდგება მდინარე ბოსნიის სახელიდან. ''ჰერცეგოვინა''- ტიტულისაგან "ჰერცოგი", რადგან სწორედ ჰერცოგები მართავდნენ წინათ ამ ტერიტორიებს.


ვატიკანი (Vaticano)


image

ბორცვი, რომელზეც ვატიკანი დგას, ძველთაგანვე იწოდებოდა, როგორც Vaticanus. ლათინურიდან vaticinari ნიშნავს წინასწარმეტყველებას. ძველად ეს ადგილი გამოყოფილი იყო მისნებისა და წინასწარმეტყველებისათვის.


ლიხტენშტეინი (Liechtenstein)


image

XVIII საუკუნის დასაწყისში მიწები, რომელზეც დღეს ეს ჯუჯა-სახელმწიფო მდებარეობს, შეიძინა ავსტრიელმა თავადმა ჰანს-ადამ-ლიხტენშტეინმა. 1719 წელს შექმნილ სახელმწიფოს სწორედ მისი სახელი უწოდეს.


ლუქსემბურგი (Lëtzebuerg)


image

ქვეყნის დასახელება წარმოქმნილია მისი დედაქალაქის სახელისაგან-ლუცილინბურგი, რომელიც ძველი რომაული ციხესიმაგრის ადგილზე გაშენდა. ლუცილინბურგი პატარა ციხეს ნიშნავს.


მაკედონია (Македонија)


image

ერთ-ერთი ძველი ვერსიის თანახმად, დასახელება წარმოდგება სახელისაგან ''მაკედონი'', რომელიც ამ ადგილებში მცხოვრები ტომის ბელადს ერქვა. უფრო თანამედროვე ვერსიით დასახელების ფუძეა სიტყვა maketia, რაც ნახირს ნიშნავს. ამ ადგილებში მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა მესაქონლეობას.


მოლდოვა (Moldova)


image

სახელწოდება იშვა მდინარე მოლდოს სახელისაგან. ძველი ლეგენდის მიხედვით, ადგილობრივმა მმართველმა მას სახელი დაარქვა თავისი მონადირე ძაღლის საპატივცემულოდ, რომელიც ამ მდინარეში დაიხრჩო.


მონაკო (Monaco)


image

სახელი წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვისაგან ''მონიოკოს''- ასე ეწოდებოდა ადგილს, სადაც ბერძნული მითოლოგიის გმირი ჰერკულესი ცხოვრობდა. ''მონიოკოსი''-ჰერკულესის ბერძნული ზედმეტსახელია.


რუმინეთი (România)


image

სახელწოდება წარმოქმნილია ბერძნული romani-საგან, რაც რომაელებს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელშიც უმრავლესობას რომაელები წარმოადგენდნენ.


სან-მარინო (San Marino)


image

დალმაციიდან დევნილმა ქრისტიანმა მარინომ 301 წელს აქ პირველი დასახლება დააარსა. სან-მარინო-ერთ ერთი უძველესი დამოუკიდებელი სახელმწიფოა ევროპაში.


საფრანგეთი (France)


image

სახელმწიფო, რომელიც ფრანკებმა შექმნეს V საუკუნის ბოლოს.


შვეიცარია (Schweiz)


image

სახელი ეწოდა შვიცის კანტონის მიხედვით, რომელიც 1291 წელს ამ ადგილას შექმნილი პირველი გაერთიანების ბირთვი იყო.


ავსტრია (Österreich)


image

Österreich -ძველი გერმანულიდან აღმოსავლეთ ქვეყანას ნიშნავს. ავსტრია ხომ საფრანგეთის იმპერიის აღმოსავლეთით მდებარეობდა.


ანდორა (Andorra)


image

სახელი წარმოდგება ბასკური სიტყვისაგან andurrial, რაც უკაცრიელ ადგილს ნიშნავს.


ირლანდია (Éire)


image

ძველირლანდიური სიტყვისაგან eirinn-ანუ ''დასავლეთი მიწა''. ირლანდია ევროპის უკიდურესი დასავლეთი მხარეა.


ისლანდია (Ísland)


image

Ísland, ანუ ''ყინულოვანი მიწა''-ასე უწოდეს ამ კუნძულს IX საუკუნეში აქ მისულმა ნორმანებმა.


ესპანეთი (España)


image

სახელი ფუძეს იღებს ძველი ფინიკიური სიტყვიდან E-spaña, რაც ბევრ ბოცვერს ნიშნავს. როგორც ჩანს, მათი რაოდენობა აქ ძალზე ბევრი იყო.


კვიპროსი (Cyprus)


image

Cyprus- სპილენძს ნიშნავს. ასე დაარქვეს კუნძულს, სადაც სპილენძის მადანს მოიპოვებდნენ.


ლიტვა (Lietuva)


image

მდინარე ლეტავას უძველესი სახელწოდებიდან, რომლის ნაპირებზეც ამ ადგილებში ყველაზე ძლიერი სამთავრო მდებარეობდა.


მალტა (Malta)


image

აქ მდებარეობდა ფინიკიური კოლონია მელიტა, რომლის სახელწოდებაც წარმოქმნილია ფინიკიური სიტყვისაგან malat, რაც თავშესაფარს ნიშნავს.


ნიდერლანდები (Nederland)


image

პირდაპირი თარგმანით Nederland ნიშნავს დაბალ მიწას, ანუ ზღვის დონიდან დაბლა მდებარეს. როგორც ჩანს, სიტყვას ჰოლანდია (Holland) ასეთივე ძირი აქვს: hoi, hal (დაბლა) და land -მიწა.



პორტუგალია (Portugal)


image

ქალაქ პორტოსაგან წარმომდგარი სახელი, რომელიც სიდიდით მეორეა ქვეყანაში ლისაბონის მერე. პორტოს წინათ პორტუ-კალე ეწოდებოდა.


ნორვეგია (Norge, Noreg)


image

ძველ სკანდინავიურ ენაზე სიტყვა Norðrvegr ნიშნავდა ''ჩრდილოეთის გზას''. სწორედ ამ გზით გადიოდნენ ნორმანები ჩრდილოეთის ზღვებში.


უკრაინა (Україна)


image

სიტყვა «окраина» (რუსულიდან-განაპირას მდებარე) XII საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა ძველი რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწების აღსანიშნავად.


ჩერნოგორია (Црна Гора)


image

Црна Гора-სიტყვასიტყვით ''შავ მთებს'' ნიშნავს. მართლაც, აქაური მთების ფერდობები მუქად გამოიყურება წიწვოვანი ხეების სიმრავლის გამო.


ალბანეთი (Shqipëria)


image

სახელი წარმოდგება ალბანების ტომებისაგან, რომლებიც უძველეს დროში აქ ცხოვრობდნენ.




ბელგია (België)


image

აქ მცხოვრებ უძველეს კელტებს ბელგებს უწოდებდნენ, აქედან წარმოიშვა სახელმწიფო ბელგიის დასახელებაც.


ბულგარეთი (България)


image

ვოლგა-კამის მიდამოებში მცხოვრები ბოლგარები VII საუკუნეში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გადასახლდნენ და თავიანთი სახელმწიფოც შექმნეს.


დიდი ბრიტანეთი (Great Britain)


image

კელტების ერთ-ერთი ტომი, რომელთაც ბრიტებს უწოდებდნენ, ჩვენს ერამდე VIII საუკუნეში თანამედროვე ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ; ხოლო სახელწოდება ''ინგლისი'' წარმოიშვა გერმანული ანგლების ტომებისაგან, რომლებიც საქსებთან ერთად დასახლდნენ აქ V–VI საუკუნეში ჩვენი წელთაღრიცხვით.


უნგრეთი (Magyarország)


image

სიტყვა ''უნგრეთი'' წარმოდგება პოლონური სიტყვიდან ''უგრები'', რომელიც გამაერთიანებელი სახელწოდებაა ხანტების, მანსების და უნგრელებისა. თავად უნგრელები თავიანთ თავს მადიარებს უწოდებენ, ხოლო ქვეყანას ''მადიარების მიწას''.


გერმანია (Deutschland)


image


წარმოდგება ლათინური დასახელებისაგან, რომელიც აღნიშნავდა გერმანული ტომებით დასახლებულ ტერიტორიას. პირველდასახელება Deutsch - ძველგერმანული duit-isc -განაა წარმოქმნილი, რაც ზოგადად ხალხს ნიშნავს.


საბერძნეთი (Ελλάδa)


image

სახელწოდება წარმოქმნილია ბერძენი ტომებისაგან, ხოლო ელადა ეწოდებოდა ადგილს ფესალიაში (ეგეოსის ზღვის პირას).


დანია (Danmark)


image

კარლოს დიდი იმპერიის დროს დანის ტომებით დასახლებულ მიწებზე წარმოიშვა სახელმწიფო Danmark, ანუ ''დანების მიწა''.


იტალია (Italia)


image

ძველ რომში იტალიკები-აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ტომები იყვნენ, რომელიც რომმა დაიპყრო ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში. მათ ტერიტორიას იტალია ეწოდებოდა.


ლატვია (Latvija)

image

ტოპონიმი დაკავშირებულია უძველესი ტომების-ლატგალების სახელთან.


პოლონეთი (Polska)


image

დასახელება ''პოლონეთი'' წარმოდგება პოლიაკების ტომებისაგან. Polska - ''პოლიაკების მიწას'' ნიშნავს.


ფინეთი (Suomi)


image


შვედურად Finland- ფინების მიწას ნიშნავს. თვითსახელწოდება Suomi-ერთი გაგებით, ''ჭაობიან მიწას'' აღნიშნავს, მეორე ვერსიით კი უბრალოდ "მიწას".


ესტონეთი (Eesti)


image


წარმოდგება აქ მცხოვრები უძველესი ესტების ტომებისაგან. ბალტიურიდან ესტი-''წყალთან მცხოვრებს'' ნიშნავდა.


შვეცია (Sverige)


image


სახელი წარმოდგება ძველი სკანდინავიური სიტყვისაგან svein. ასე ერქვა ამ ადგილებში მცხოვრებ ერთ-ერთ უძველეს ტომს. სიტყვა Rige კი სახელმწიფოს ნიშნავს.


ჩეხეთი (Česko)


image


ჩეხეთის ტერიტორიაზე ოდითგანვე ცხოვრობდნენ ჩეხები, საიადანაცაა წარმოქმნილი დასახელებაც.


სლოვენია (Slovenija)


image


სლოვენე-უძველესი ფორმაა სიტყვისა «славяне». ამჟამად აქ მცხოვრებს ადგილობრივ მოსახლეობას სლოვენებს უწოდებენ.


სერბეთი (Србия)


image


ქვეყნის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან სერბები ცხოვრობდნენ, სწორედ აქედანაა ნაწარმოები "სერბეთი".


რუსეთი (Россия)


image


სახელწოდება წარმოქმნილია სიტყვისაგან «русь». ერთ-ერთი ვერსიით, რუსები იყვნენ შვედური ტომები, რომლებიც დაახლოებით ათასი წლის წინ გაითქვიფნენ აღმოსავლეთ სლავებში. XV საუკუნემდე ქვეყანას ერქვა Русь, შემდეგ კი ბერძნული ენის გავლენით დაერქვა «Росия». XVIII საუკუნიდან ქვეყანას Россия ეწოდება.


სომხეთი (Armenia)


image

ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).


აზერბაიჯანი Azərbaycan


image

ძვ. წ. IX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azərbaycan მიღებულია რომაული „ატროპატენას“ და არაბული „ადერბედაგანის“ ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“.


საქართველო (Georgia)


image


ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“- ს უკავშირდება. 1918-1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, ხოლო 1990-1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკად“. ქვეყნის უცხოური სახელი Georgia მიწას, მიწაათმოქმედს ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით, როცა არგონავტები კოლხეთის ნაპირებს მოადგნენ და მიწა დაინახეს, აღმოხდათ GEO-ანუ მიწა. აქედან წამოვიდა სახელწოდება Georgia.


P.S. თითქმის ყველა უცხოურ ენაზე საქართველოს Georgia ჰქვია. აი, რუსები რატომ გვეძახიან "გრუზიას"- ეს ნამდვილად არ ვიცი!

17
1471
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1471
  
2016, 9 ივლისი, 17:25
რუსულად გრუზი ტვირთს ნიშნავს რდგანაც რუსებმა უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერ დაგვიპყრეს შეგვარქვეს ''გრუზინ'' ანუ ტვირთი .
2016, 7 აპრილი, 10:03
ზუსტად არავინ იცის, ჯორჯია როდის ეწოდა..მე უფრო ადრეულ საუკუნეებში მგონია დაერქვა;0
2016, 7 აპრილი, 7:51
გრუზია ოსმალური გურჯისტანის რუსული ვარიანტია, ჯორჯია კი სავარაუდოდ, 11 საუკუნეში ჯვაროსნებმა მეფე გიორგის ქვეყანას უწოდეს, რომელიც ჯვაროსნების დასახმარებლად წავიდა
2016, 6 აპრილი, 17:58
რაღა გრუზია დაგვარქვეს? ჯორჯია არ ჯობდა?
2016, 6 აპრილი, 17:49
ვერ გავიგე რას მეკითხებით!!!
2016, 6 აპრილი, 17:45
პირელი და ბოლო რანაირია?
2016, 6 აპრილი, 17:45
გრუზია მოდის გურჯიდან ასევე არაბულად ჯურჯ იყო,მერე თურქებმა გურჯი და მერე რუსებმა აქედან გრუზები და გრუზია
2016, 6 აპრილი, 17:28
ზოგი სად და ზოგი სად,,ძირითადად ვიკიპედიაში :) მადლობა შეფასებისათვის
2016, 6 აპრილი, 17:08
ძალიან საინტერესო იყო.

ძალიან დამაინტერესა, ამ სტატიისთვის მასალა სად მოიძიე თუ შეიძლება და შეგიძლია წყარო რო დადო .
სიამოვნებით წავიკითხავდი
2016, 5 აპრილი, 16:31
იმედია :) მენანება ამდენი შრომა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10