როგორ ღებავენ სააღდგომოდ კვერცხებს ისლანდიაში - ამას ვერ წარმოიდგენთ!
2016, 3 აპრილი, 14:05
ისლანდიის მაცხოვრებლებმა სააღდგომოდ კვერცხების შეღებვის ძალიან ორიგინალურ მეთოდს მიაგნეს. ამისათვის ისინი გოგირდის ცხელი წყლების საბადოებს იყენებენ. 100 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე კვერცხები რამდენიმე წუთში იხარშება და იღებება უჩვეულო ფერებად.
"იქ ყოფნისას კვერცხები იღებება ღია ლურჯად, ცისფრად და შავ ფერადაც კი, " - ამბობს თვითმხილველი.
ისლანდიაში ნამასკაროს რეგიონი მსოფლიოში ცნობილია გოგირდის საბადოებით. მას ხშირად „ჯოჯოხეთის კარსაც“ უწოდებენ, რადგან ლანდშაფტის წარმოუდგენელ სილამაზესა და მდუღარე ველის საშიშ ატმოსფეროს აერთიანებს. მთელი ტერიტორია გადაჭედილია ცხელი კრატერებით, ყოველ წუთას ამოიფრქვევა მდუღარე შადრევნები და ყველაფერი ორთქლით არის დაფარული. რაც მთავარია, ამ ყველაფერის გამო აქ ნამდვილად არ დგას კარგი სურნელი...