x
image
natia.a
7 შოკისმომგვრელი საპირველაპრილო ხუმრობა, რომელმაც მსოფლიო "გაასულელა"

image
ძალიან ხშირად პირველ აპრილს საზოგადოებას ცნობილი ბრენდები და ტელევიზიებიც ეხუმრებიან. ამ ხუმრობებს, როგორც წესი ადამიანები უფრო ადვილად იჟერებენ, რადგან არავინ ელოდება სერიოზული კომპანიებისგან ამგვარ საქციელს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე მასშტაბურ ხუმრობებს, რომლებსაც ისტორია კარგა ხანს ვერ დაივიწებს.


- 1995 წლის 1 აპრილს ჟურნალ Discovery-ში გამოქვეყნდა სტატია უნიჟარო მატლებზე, რომლებიც ანტარქტიდაში ბინადრობდნენ. მათი სხეულის ტემპერატურა თავის მიდამოში ვითომდა ისეთი მაღალი იყო, რომ შეეძლოთ ყინულის გადნობა! უფრო მეტიც, ეს მატლები თურმე მხოლოდ პინგვინებით იკვებებოდნენ!
image


- 1957 წლის 1 აპრილს BBC-მ მსოფლიოს აუწყა, რომ შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეძლეს სელექციის სფეროში გადატრიალება მოეხდინათ და არნახული მოსავალი მიეღოთ არც მე ტი არც ნაკლები...მაკარონის! ამ სიტყვების დასადასტურებლად მათ ვიდეორგოლიც გაუშვეს ეთერში.






- 1998 წლის 1 აპრილს Burger King-ის ექსპრეს კაფეების ქსელმა USA Today-ში განათავსა რეკლამა რევოლუციური ჰამბურგერის შექმნის შესახებ...ცაციებისთვის! მწარმოებელი ამტკიცებდა, რომ ახალი ჰამბურგერის საგემოვნო თვისებები იგივე რჩებოდა, რადგან ინგრედიენტები არ იყო შეცვლილი. მაგრამ ცაციებისთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ჰამბურგერები შემოტრიალებული იყო 180 გრადუსით!

image

- 2008 წლის 1 აპრილს ВВС-მ გადასცა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ პინგვინებმა ფრენა ისწავლეს! ამ ვითომდა საოცარი ევოლუციის მიზეზი იყო გლობალური დათბობა. უჩვეულო პინგვინები აღმოაჩინეს ოპერატორებმა, რომლებიც მათ რამდენიმე დღის მანძილზე აკვირდებოდნენ და იღებდნენ. ტერი ჯინსმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ამინდის უეცარი ცვლილების დროს პინგვინებმა გააკეთეს ის, რაც აქამდე არასოდეს უცდიათ - ფრთები აიქნიეს და ცაში აფრინდნენ!

image

- 1962 წლის 1 აპრილს ერთადერთი შვეიცარიული ტელეარხის ტექნიკურმა სპეციალისტმა საზოგადოებას რევოლუციური ტექნოლოგიის შესახებ ამცნო: მაყურებელს შეეძლო უბრალოდ გადაეცვა ტელევიზორზე ნეილონის წინდა და შავ-თეთრი გამოსახულება (რომელსაც იმ დროს ალტერნატივა არ ჰქონდა) ავტომატურად გადაიქცეოდა ფერადად!
image


- 2002 წლის 1 აპრილს ამერიკული სუპერმარკეტების ქსელმა Tesco-მ მომხმარებელს ამცნო გენმოდიფიცირებული "მსტვენავი" სტაფილოს შექმნის შესახებ. ახალი ჯიშის სტაფილო მოხარშვისას სტვენას იწყებდა და დიასახლისს ამცნობდა, რომ მზად იყო!

image

- 1915 წლის 1 აპრილს პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მიერ ოკუპირებული, საფრანგეთის ქალაქ ლილზე გადაფრენოსას ინგლისელმა მფრინავმა ჩამოაგდო "ბომბი". თუმცა "ბომბი" სინამდვილეში აღმოჩნდა ბურთი, წარწერით "საპირველაპრილო ხუმრობა".
image





აი, ასეთია 1 აპრილი: უცნაური, სულელური და სასაცილო! და არ დაუჯეროთ გამონათქვამს "პირველ აპრილს არაფრის არ მჯერა!", პირიქით, დაიჯერეთ, იხუმრეთ და იცინეთ სხვებზეც და საკუთარ თავზეც - სიცილი ხომ სიცოცხლეს ახალისებს და ახანგრძლივებს!


image




1
331
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
331
  
2016, 1 აპრილი, 11:39
ო.მ.გ..... რათქმაუნდა გ-გ
0 1 1