x
image
მოზამბიკელი
ჯანსაღი და სასარგებლო ხილის სალათები
ხილის სალათები შედარებით უცხოა ჩვები სუფრისთვის. უფრო მიღებულია ხილი

ნატურალური სახით უხვად იყოს სუფრაზე. არადა ხილის სალათები მშვენიერი დესერტია და გასაქანსაც აძლევს ჩვენს ფანტაზიას.

აქ მთავარია ხილის სალათის მომზადების პრინციპი, თორემ საკუთარი გემოვნებით

ყველა დიასახლისს შეუძლია ერთმანეთს შეუხამოს სალათის კომპონენტები, სეზონის


მიხედვით გაამდიდროს ისინი სხვადასხვა ხილით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს :


ხილის სალათა ნაყინით :


2 გათლილი ვაშლი, 2 მსხალი, 2 ბანანი, 200 გ. დაკონსერვებული ანანასი დავჭრად

კუბიკებად, მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, მოვასხათ ლიმონის წვენი, , 2 სუფრის კოვზი

რომი ან კონიაკი და შევდგათ 1-2 საათი მაცივარში.

სუფრაზე მიტანის წინ დაყოთ ულუფებად, თითოეულ ულუფას დავადოთ თითო სუფრის

კოვზი ნაყინი და მოვასხათ ნებისმიერი მურაბის წვენი.

სალათაც მზადაა, გემრიელად მიირთვით !


image




ხილის სალათა "ასორტი"


სალათისთვის საჭიროა 500 გრამი სხვასხვა ხილი (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, გარგარი), 1 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წვრილად დაწრილი ნიგოზი, 3 სუფრის კოვზი ნაღები ან არაჟანი.

ვაშლი და მსხალი გაუთლელად დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვასხათ ლიმონის წვენი.

კანგაცკლილი ქლიავი და გარგარი, გათლილი ატამი ასევე წვრილად დავჭრათ, ნაღებში

ან არაჟანში შევურიოთ დაჭრილი ნიგოზი და შაქარი, ყველაფერი კარგად ავურიოთ

ერთმანეთში, ჭურჭელს დავახუროთ და ცოტა ხნით შევდგათ მაცივარში.

მზადაა!


image




ვაშლის სალათა


500 გრამი ვაშლი დავჭრათ თხლად, მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 1 ჭიქა მაწონი

ან არაჟანი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. ათქვეფილი მასა მოვასხათ დაჭრილ ვაშლს და ზემოდან მოვაყაროთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიგოზი.

სალათა მზადაა, გემრიელად მიირთვით!

image

4
157
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
157
  
2016, 31 მარტი, 12:58
ლამაზი და სასარგებლო.
2016, 31 მარტი, 12:04
არაუშავს, მადლობ
2016, 31 მარტი, 12:03
ვერ გავაზიარე.. კარგი სტატიაა
0 1 4