სხვა ტრანსილვანია 2016, 30 მარტი, 22:38 ტრანსილვანია რუმინეთისა და უნგრეთის ისტორიულო ოლქია, იგი რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
ტრანსლივანიისკენ მიმავალ გზაზე შეხვდები პელეშის სასახლეს, რუმინეთის მეფეთა
რეზიდენციას.
![]() ციხე რუმინეთის პირველი მეფის კაროლ I-ის ინიციატივით აშენდა. მის მშენებლობაზე დაახლოებით 16 მილიონი ოქრო დაიხარჯა, რაც დღეისთვის 120 მილიონ დოლარს შეადგენს. დანახარჯში არ შედის სასახლეში არსებული ფერწერული ტილოებისა და ხალიჩების ღირებულება. ![]() სასახლე 40 წლის განმავლობაში შენდებოდა, 1873-დან1914 წლამდე. 1883 წლიდან მოქმედებდა ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა ეს იყო პირველი სასახლე მშოფლიოში რომელიც ელექტრო ნათურებით იყო განათებული, მეორე შენობა მსოფლიოში და პირველი ევროპაში, რომელსაც ჰქონდა ლიფტი. (ამჟამად ციხეს ორი ლიფტი აქვს.) სხვა ცივილიზაციებთან ერთად აღჭურვილი იყო კონდენცირების სისტემით, ასევე მოძრავი ვიტრაჟები, მინის ჭერი და კანალიზაცია. 1906 წელს აშენდა ცენტრალური კოშკი, სადაც სამ ციფერბლატიანი საათი განთავსდა, რომელიც ბავარიის საათების ქარხანაში იყო დამზადებული. ![]() ბრანის ციხე, ცნობილია როგორც გრაფი ვლად დრაკულად სასახლე, ამ პოტოზე იგი მართლაც მისტიკურად გამოიყურება. მიუხედავად იმისა რომ გრაფი დრაკულა ამ სასახლეში ცოტა დროს ატარებდა, მაინც მის სახელთან ასოცირდება. გრაფი ვლად დრაკულა (ნამდვილი სახელი ვლად ცეპეში) ვლახეთის მმართველი იყო, ამ სასახლეს კი მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებდა. ![]() ![]() ქალაქი ბრაშოვი ზამთრის კურორტია და ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია ქვეყანაში. ბრაშოვო ისტორიულად ტრანსლივანიის რეგიონს მიეკუთვნება. ![]() გზად ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლიათ, მაგალითად, რუპეას ციხე. ![]() ![]() სოფელი ვისკრი წყნარი და მშვიდი ადგილია, სოფლის შესასვლელში არსებული ეკლესიის წინ ადგილობრივები ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. ![]() ქალაქი სიგიშოარა დაარსდა XIII საუკუნეში გერმანელი კოლონისტების მიერ. მათ გორაკზე ააშენეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რამდენიმე ეკლესია და 64 მეტრი სიმაღლის საათის კოშკი. XV საუკუნეში აქ იჭრებოდა ვლად II დრაკულას მონეტები. ![]() ![]() სიგიშოარადან არც ისე შორს არის სოფელი ბერტანი, აქ შეხვდებით ლუთერკინგულ ეკლესიას, რომელიც ყველაზე ცნობილია ტრანსლივანიაში. ![]() ეკლესია დაიპყრეს და გაძარცვეს, ასეკვე მიწისძვრამაც დააზიანა, 1983-1990 წლებში აღადგინეს, ახლა ის იუნესკოს მსოფილიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია. ![]() ეკლესიას აქვს ცხრა კოშკი, აღსანისნავია, რომ ერთ-ერთს ე.წ კათოლიკურ კოშკს უწოდებენ, ცნობილია რომ ეს კოშკი იმ ხალხისთვის აშენდა, რომლებმაც არ მიიღეს ლუთერკინგული რწმენა და დარჩნენ კათოლიკედ. კოშკის სამლოცველოში შემონახულია მე-16 საუკუნის კედლის ფერწერა. ![]() 202 5-ს მოსწონს
|