გასულ წელს, ჰელენ ბონემ კარტერის ფოტომ, რომელზეც ბრიტანელი მსახიობი შიშველი პოზირებს 27 კილოგრამიან თინუსთან ჩახუტებული, არნახული პოპულარობა მოიპოვა. მის მაგალითს კინოსა და თეატრის მსახიობმა, ემა თომპსონმა და მისმა მეუღლემ, გრეგ უაიზმაც მიჰბაძეს, კომპანია FishLove-ის ფოტოსესიისთვის გაიხადეს და მახვილასთან ერთად ფოტოები გადაიღეს. ფოტოსესია დიდი ბრიტანეთის წყლებში გადამეტებული თევზჭერის წინააღმდეგ კამპანიის ფარგებში ჩატარდა.
აქციაში ბევრმა სხვა ბრიტანელმა მსახიობმა და ცნობილმა სახემ მიიღეო მონაწილეობა. მათ საზოგადოებას მოუწოდეს შეეზღუდათ ისეთი პოპულარული სახეობის თევზების მოხმარება, როგორიცაა, მაგალითად, ვირთევზა და გადასულიყვნენ ნაკლებად ცნობილ ჯიშებზე - ქაფშაზე, სკუმბრიაზე, ქაშაყზე და ა.შ.
ლონდონის წამყვანმა თევზის რესტორანმა, J Sheekey Oyster Bar-მა მხარი დაუჭირა FishLove-ს აქციას და ფოტოების მთელი სერიის გადასაღებად მიიწვია ფოტოგრაფი ჯილლიან ედელშტეინი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ყოველწლიური პროვოკაციული ფოტოსერიების წყალობით კომპანია FishLove გახდა ყველაზე წარმატებული კომპანია ინფორმაციულობის თვალსაზრისით.
გთავაზობთ აღნიშნული აქციის ფარგლებში გადაღებული ფოტოების სერიას:
56 წლის ბრიტანელი მსახიობი ემა თომპსონი მეუღლესთან ერთად.
ჯოზეფ მილსონი.
ბრიტანელი მსახიობი, მირიამ მარგულისი.
მარკ რაილენსი - ბრიტანელი მსახიობი და დრამატურგი, ლონდონში შექსპირის თეატრ "გლობუსის" სამხატვრო ხელმძღვანელი.
ალექს ჯენინგსი - თეატრის, კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობი. ლოურენს ოლივიეს პრემიის სამივე კატეგორიის პრემიის ერთადერთი მფლობელი.
მსახიობი ტომ ბეიტმანი.
ბალეტმეისტერი გერი ევისი. .
ფელისიტი დინი.
კომიკოსი ეიდ ედმონდსონი.
დიუგრეი სკოტი.
ჩიპო ჩანგი.
ჰელენა ბონემ კარტერი გასული წლის ფოტოსესიიდან.
მსახიობი ჯილიან ანდერსონი.
ჯუდი დენჩი გასული წლის ფოტოსესიიდან.
მსახიობი ჯული კრისტი.
ზოი უონამეიკერი.
მსახიობი ჰიუ ბონევილი.
მსახიობი ჯოდი მეი.