x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე
image90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა.


ნანა ბიძინას ასული მჭედლიძე დაიბადა ქალაქ ხონში 1926 წლის 20 მარტს.თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო
ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით
გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.


ქართველმა მაყურებელმა სამუდამოდ შეიყვარა მის მიერ გადაღებული ისეთი ფილმებით როგორებიცაა:"დიდედები და შვილიშვილები" (1969), "პირველი მერცხალი"(1975)", იმერული ესკიზები"(1979) და სხვა.


ნანა მჭედლიძეს სულ ახლახან შეუსრულდა 90 წელი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებრივმა არხმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ნანა მჭედლიძე 90 წლისაა, ფილმი ფილმზე "იმერული ესკიზები".




ჯილდოები:თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 "ოქროს ვერძი"-ის მფლობელი, ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, საქართველოს სახალხო
არტისტი, სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრი, ბათუმის კინოფესტივალის
გრან–პრი, მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრი, ობერჰაუზენის
მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი, ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის
გრან–პრი, ღირსების ორდენი.


ფილმოგრაფია:დანაშაული მოხდა (1988);პლიაჟის ავაზაკი (1987);უკვდავების თეთრი ვარდი (1985);იმერული ესკიზები (1979);გასეირნება თბილისში (1976);პირველი მერცხალი (1975);გელა (1971);დიდედები და შვილიშვილები (1969);ღიმილის დაბრუნება (1978);ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967); "ღიმილის დაბრუნება"გზაში (1964);აღმაფრენა (1964);ჩქარი მატარებელი (1960):




სცენარისტი:
დანაშაული მოხდა (1988);უკვდავების თეთრი ვარდი (1985);იმერული ესკიზები (1979);გასეირნება თბილისში (1976);პირველი მერცხალი (1975);ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967);


კინოროლები:უსუი (2005)ჩემი ძვირფასი, სანატერელი ბაბუ ;(1998)ჭა ;(1988)მოდი, ვილაპარაკოთ ;(1986)ბატონი ავანტიურისტები; (1985)სანამ წვიმა გადივლიდეს; (1984)გზის დასაწყისი ;(1982)დები წყვდიადში; (1981)მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში; (1981)აგვისტო ;(1979)იმერული ესკიზები; (1979)რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1977);



1
116
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
2016, 29 მარტი, 15:37
ასაკის მიუხედავად მუდამ საწყენია, როცა ასეთი ნიჭიერი ადამიანები გვტოვებენ.
0 1 1