საზოგადოება "ბომონდი შოკშია, ბეგაშვილის შვილი მეხუთედან გადმოვარდნილა." 2016, 27 მარტი, 23:56 როგორც იცით მთელი საქართველო მოიცვა ევა ბარბაქაძის უბედურმა შემთხვევამ და მისთვის ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რათა გადარჩეს და ისევ ისეთი ლამაზი და ჯანმრთელი დაუბრუნდეს თავის დედას, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი სულაც არ განიცდის ევას მდგომარეობას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ ძალიან ბოროტი, გულგრილი და უბრალოდ შურიანი ადამიანები, რომლებიც იკვებებიან სხვისი უბედურებით, მითუმეტეს თუ ეს უბედურება ხდება რომელიმე წარმატებული ადამიანის თავს. აღმოჩნდა, რომ შორენა ბეგაშვილის გარშემო დატრიალებულ ტრაგედიას ბევრი ჩვენთაგანი ძალიან გულგრილად უყურებს და ოდნავ თანაგრძნობასაც კი არ გამოხატავს. თუმცა რომელ თანაგრძნობაზეა საუბარი, როდესაც ხალხი სიხარულს ვერ ფარავს და შეურაწმყოფელ კომენტარებს აკეთებს ამ უბედური შემთხვევის შესახებ. სწორედ ასეთ ადამიანებს მიუძღვნა სტატუსი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც შემდეგი შინაარსის არის: "შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილის, ფანჯრიდან გადავარდნის საშინელ ფაქტზე რა კომენტარებსაც მე ვკითხულობ, ქილიკს, ღადავს, მაშინ როცა ბავშვი რეანიმაციულში სიკვდილს ებრძვის! ეს ხალხი ერთ კუნძულზე უნდა შეყარო და დაწვა! ეს ბნელი ხალხი!
1370 4-ს მოსწონს 1-ს არა
|