საზოგადოება როგორ ამხნევებენ შორენა ბეგაშვილს და ევა ბარბაქაძეს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები 2016, 27 მარტი, 21:12
26 მარტს, მოხდა შემზარავი ფაქტი, რამაც მთელი საქართველო მოიცვა, კონკრეტულად საუბარია 14 წლის ულამაზესი გოგონას ევას მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ფანჯარაზე იჯდა და "სელფს" იღებდა, სწორედ ამ დროს მოხდა ეს საშინელი ტრაგედია და ევა ფანჯრიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით მას ტელეფონი გადაუვარდა და მისი გადარჩენის მიზნით გადაიწია, რამაც გამოიწვია ეს საშინელი ტრაგედია. ამ ფაქტს მისი მეგობრები ყვებიან, რომლებიც ევასთან სახლში იმყოფებოდნენ მომხდარი ფაქტის დროს. გოგონას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და როგორც ცნობილია კისრის სამი მალა აქვს გატეხილი, ასევე კიდურების მოტეხილობა . საუბარი იყო იმაზე, რომ გოგონა უნდა გადაეყვანათ თურქეთში, მაგრამ ვინაიდან იგი სასუნთქ აპარატზე არაა შეერთებული და ბოლომდე დიაგნოზი არ არის დასმული ჯერჯერობით ადგილზე ტოვებენ. შორენას მდგომარეობაც ასევე ძალიან მძიმეა, მას მძიმე დაძაბული ფონის გამო სპეციალურ დამაწყნარებლებს უკეთებენ და აძინებენ. ვნახოთ რას უწერენ შორენას "ფეისბუქის" გვერდზე ცნობილი ადამიანები და როგორ ამხნევებენ დედა-შვილს:
"შორე, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვარ მაგაში. წმინდა მარიამი ფარავდეს ევას."
"უფალი გფარავდეთ დედა-შვილს. ყველაფერი კარგად დამთავრდეს." "შორე შენ ყველაზე, ყველაზე მაგარი, ძლიერი და მოსიყვარულე დედა ხარ და ევა ძალიან მალე, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად იქნება. გვიყვარხართ და ვილოცებთ ევას ჯანმრთელობისთვის და თქვენი ბედნიერებისთვის." "შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილის, ფანჯრიდან გადავარდნის საშინელ ფაქტზე რა კომენტარებსაც მე ვკითხულობ! ქილიკს, ღადავს! მაშინ როცა ბავშვი რეანიმაციულში სიკვდილს ებრძვის! ეს ხალხი ერთ კუნძულზე უნდა შეყარო და დაწვა! ეს ბნელი ხალხი! ღმერთო გადაარჩინე ეს ბავშვი." "ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი არის გონზე მოსული, ხვალ უკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე და შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე. იმედია ყველაფერი კარგად იქნება." "ჩვენო ულამაზესო ევა, მალე გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი. ღმერთმა გაგაძლიეროს და იმ ადამიანების სიყვარულმა, რომლებიც შენთვის ლოცულობენ. მიყვარხარ !!!" 583 3-ს მოსწონს 1-ს არა
|