ქალი და მამაკაცი ოთო ფოლადაშვილი ულამაზეს ქართველ მოდელზეა შეყვარებული 2016, 23 მარტი, 14:29 მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მუსიკალური ტელეშოუს "ცეკვავენ ვარსკვალვების" წყალობით. იგი ცნობილ ვარსკვლავებს უწევდა პარტნიორობას შოუში. მისი პარტნიორები იყვნენ ყველაზე მხიარული და პოზიტიური მსახიობი რუსკა მაყაშვილი და უკრაინელი სექსუალური ლამაზმანი იულია ქავთარაძე. სიმპატიურმა ოთო ფოლადაშვილმა მალე დაიპყრო უამრავი გოგონას გული, მაგრამ როორც აღმოჩნდა მისი გული მხოლდ ერთ ადამიანს ეკუთვნის. მოცეკვავე უზომოდ არის შეყვარებული. მისი რჩეული ულამაზესი, ევროპული გარეგნობის მქონე ოცი წლის, ცისფერთვალება ქართველი მოდელი ანა ახვლედიანია. წყვილმა ერთმანეთი "მისტერ ვალენტინის" ფართიზე გაიცნეს, ვალენტინობის დღეს. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, თუმცა ხშირად უწევთ განშორება, ვინაიდან ანა ახვლედიანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია და ხშირად უწევს უცხოეთში გამგზავრება. ქუთაისელ გოგონას დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ მსოფლიო მოდის სფეროში. მისი წარმატებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ანა ახვლედიანის ფოტოები ფრანგული ჟურნალ "ელის" ფურცლებზე დაიბეჭდა. ცოტა ხნის წინ, როგორც გახსოვთ ინტერნეტში გავრცელდა მისი შიშველი ფოტო, რომელმაც მთელი საზოგადოება აღაფრთოვანა. ოთო ფოლადაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ატვირთა შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო. მისმა ყველა მეგობარმა აღნიშნა, რომ ისინი მართლაც ძალიან უხდებიან ერთმანეთს და ყველაზე ლამაზი წყვილია. გთავაზობთ მათ პირად ფოტოებს. 1691 4-ს მოსწონს
|