საზოგადოება "გადაბრუნებული მანქანიდან ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა..." 2016, 23 მარტი, 9:51 ![]() სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს თუ როგორ ეხმარებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეხმძიმე გოგონას, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და როგორ ცდილობდა გადაბრუნებული მანქანიდან მის გადმოიყვანას: "დღეს საშინელ ავტოავარიას შევესწარი: გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომლის ესკორტი შემთხვევით გახდა მომსწრე... ცდილობდა ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ... გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება გაზგასამართ სადგურთან მოხდა სატუმბ ჯიხურთან შეჯახებით... მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ პრეზიდენტი ორსული გოგოს. ( მძღოლის) ამბები არ ვიცი, რადგან სასწრაფომდე წაუყვანიათ, გვერდზე მჯდომი კი საშინლად იყო დალეწილი და იმედია სტაბილურად მაინც არიან.... და კიდევ, ყველა BMW-ს მძღოლი ერთი რატომ არის???" " ძალიან მაგარი ადამიანია, აი უმაგრესი, თავიდან ვფიქრობდი ესკორტს ჰქონდა ავარია გაკეთებული, მაგრამ იქვე გვერდზე ჰყავდათ მიყენებული მანქანა და პრეზიტენდი აქეთ-იქეთ დარბოდა, ოღონდ დახმარებოდა... სავარძლიდან ("სკამიდან'") ჩამოსვლაც ასწორებს ხოლმე ზოგიერთებისგან განსხვავებით..." ![]() ![]() რას წერენ კომენტარებში: "ადამიანი მოიქცა ისე, როგორც ბევრი არ მოიქცეოდა, საკუთარი თავი ჩააგდო საფრთხეში... თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში იმაზე დაფიქრდით და ეს ბოღმა არაა დიდად აუცილებელი აქ გადმოანთხიოთ..." "ერთადერთია, რომლის რეიტინგმაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იმატა... არადა, როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე..." 314 4-ს მოსწონს
|