x
image
natia.a
რას სთავაზობენ მსოფლიოს ცნობილი კომპანიების სასადილოებში თანამშრომლებს - საოცარია!
imageთანამედროვე ოფისების კაფეტერიებსა და სასადილოებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს გაუწიონ კონკურენცია. განსხვავება მხოლოდ ერთშია: თანამშრომლებისთვის ისინი უფასოა. წარმატებული კომპანიები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ თანამშრომლის წარმოებისუნარიანობისკენ გზა კუჭზე გადის. გთავაზობთ გადავხედოთ, რას სთავაზობენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სასადილოები იქ მომუშავე ადამიანებს.
Google


image
Google-ის ცენტრალური ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. კომპანიის თანამშრომლებს სამჯერადი უფასო კვება ეკუთვნით კაფე Hemispheres-ში, რომლის ფანჯრებიდან მშვენიერი ხედი იშლება მანჰეტენზე. კაფეში რამდენიმე ზონაა, რომლებშიც სხვადასხვა სამზარეულოს კერძები, ფასტფუდი, იიოგურტები და სასმელები იყიდება. ამ კაფეს შესახებ ინტერნეტგამოხმაურებაში ვკითხულობთ: "თუ გსურთ, რომ თქვენს სამსახურზე საერთოდ აგიცრუვდეთ გული, Google-ში მომუშავე მეგობართან ერთად წადით მათ კაფეტერიაში. დაუჯერებელი რამაა."
imageimageimage

Apple


image

Apple-ის შტაბ-ბინა განთავსებულია კუპერტინოში (კალიფორნია, აშშ). მისი სასადილო - Caffè Macs, ძალიან ფართე და ნათელია. სადილზე თანამშრომლებს სთავაზობენ მექსიკურ, იტალიურ, იაპონურ, ესპანურ, ფრანგულ კერძებს და ასევე ფასტ-ფუდს. საუზმეზე, ჩვეულებრივ ამზადებენ ფრანგულ ტოსტებს მარწყვით, , შოკოლადიან ბლინებს, დესერტებს, ახლადგამოწურულ წვენსა და რამდენიმე სახეობის ნაყინს. მენიუ ყოველდღიურად იცვლება.


imageimageimage

Facebook



image


Facebook-ის ახალი მთავარი ოფისი კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში მდებარეობს. ტანამშრომლები სამჯერად უფასო კვებას იღებენ Epic Cafe-ში. მომხმარებლებს ძირითადად ამერიკულ და აზიურ სამზარეულოს სთავაზობენ. შესაძლებელია უფასო საკვების თან წაღება, ხოლო ოფისის სტუმრებს დიდ ფასდაკლებას სთავაზობენ.

imageimageimage

Dropbox


image

კომპანია Dropbox-ის შტაბ-ბინა სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) მდებარეობს, ხოლო მისი კაფეტერია არის Tuck Shop. კაფე მთლიანად 400 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს უამრავი სახეობის კერძებს სთავაზობს. კომპანია განსაკუთრებით უფრთხილდება თავის პოვარებს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მუშაობდნენ.


imageimage

Pixar

image

Cafè Luxo კომპანია Pixar-ის (კალიფორნია, აშშ) კაფეტერიაა, რომლის შესასვლელში განთავსებულია ყველასათვის ცნობილი გმირების ქანდაკებები - აქ შეხვდებიტ ბაზ ლაითერს, ვუდის და სხვა პერსონაჟებს. შემდეგ კი მოხვდებით უცნაურ შენობაში, რომელიც პარიზის დ'ორსეს მუსეუმს წააგავს - ეს იყო სტივ ჯობსის სურვილი, როცა იგი კომპანიის სათავეში იყო. კაფეტერიის მენიუში სხვადასხვა კერძებია წარმოდგენილი, მათ შორის: ორაგული ნეკერჩხლის სიროფში, მაკარონი ტოფუთი, ჰამბურგერები, სემწვარი რავიოლი, სტეიკი, ბურიტო, პიცა და უამრავი დესერტი.


imageimageimage

Twitter


image
Twitter-ის მთავარი ოფისი გადავიდა ახალ ადგილზე - სან-ფრანცისკოში, ბაზრის მოედანზე 1937 წელს აგებულ შენობაში. თანამსრმლებისთვის უფასო კაფეტერიაა. მენიუ დაყოფილია სხვადასხვა ტიპის კერძებად, რომლებიც მარკირებულია ჰეშტეგებიტა და სახელწოდებებით, მაგალითად #comfort food, #tenderloin, @birdfeeder და ა.შ.


imageimageimage





2
127
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
127
  
2016, 22 მარტი, 16:41
Apple-ს ოფისში სიამოვნებით ვიმუშავებდი :)
2016, 22 მარტი, 16:41
საინტერესოა...გავაზიარე
0 1 2