საზოგადოება "ტაქსაობით" მოგროვილი ფული-"ღამის შოუს" სცენარისტის სოციალური ექსპერიმენტი 2016, 20 მარტი, 15:39 სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა გადაწყვიტა სოციალური ექსპერიმენტი ჩაეტარებიან, "ეტაქსავა" და მოგროვილი თანხით შეჭირვებული ადამიანები დაეპურებინა.
აი რას წერს "ფეისბუქზე" სინჯიკაშვილი:
"ყველაფერი მოხდა ასე: 9 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე „ტაქსაობით“ სულ მოგროვდა 67 ლარი რომლითაც ვიყიდე 36 ბურგერი და ზუსტად ამდენივე ადამიანმა შეიმსუბუქა შიმშილი დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დანარჩენი: 1. მგზავრები გაცილებით დამპლები არიან ვიდრე მძღოლები. (ორჯერ გადამაგდეს) 2.ტაქსის ნიშანი მანქანაზე ნიშნავს, რომ „ვაბშე“ ყველას ფეხებზე კიდიხარ ქალაქში. 3. ტაქსის მძღოლი მანქანაში ნივთივითაა და მასთან ერთად ყველაფერი შეიძლება. მაგალითად, ცოლის გინება. 4. მგზავრები ყოვლად უსირცხვილო ფასს გთავაზობენ. მაგალითად, პავლოვიდან ვარკეთილში 4 ლარი. 5. ყველას ტაქსიში ახსენდება, რომ ძველი ბიჭია და შენზე ცდის ვაჟკაცობას. 6. ღორებივით იქცევიან, ყრიან ნაგავს და აქრობენ სიგარეტს რამეზე. ნაცნობები ვინც მირეკავდნენ (ასეთი ცოტა იყო) მათთან იმიტომ მივდიოდი, რომ მეტს მიხდიდნენ და უცხო მგზავრი გაცილებით მეტი იყო, რომლებიც ძალიან იაფად დამყავდა. დღეს პატრულიც გამოვკვებეთ. იქნებ ნაკლები აგრესია და მეტი ზრდილობა ქონდეთ და ასევე, დაცვის ბიჭი ვისი ხელიცაა გამოყოფილი ფოტოზე რკინის ღობიდან. უფროსმა გამომაგდო და მერე ჩუმად მივეცი, აიღო და უბის ჯიბეში შეინახა, ძლივს იდგა ფეხზე. ფოტოს ვდებ მარტო იმის გამო, რომ ისეთებიც გამოჩნდებიან ამ ამბავს რომ არ დაიჯერებენ. მთელი ამ ამბის მიზანია, უფრო მეტ ადამიანს მოუნდეს დახმარება და როდისმე არავინ არ იყოს მშიერი ქვეყანაში. პ.ს. დღეს ღამით თუ მოვიცალე კიდევ გავალ და ნუ მოგერიდებათ დარეკვა. გუშინ ამყვნენ ვიღაცეები და იქნებ დღესაც „იტაქსაოთ“ ვინმემ. კლიენტებს „გაგიჩითავთ“. სიკეთე გადამდებია". სიკეთე მართლა გადამდები ყოფილა, დღეს კიდევ სამ მანქანას დაედგა ტაქსის ნიშანი გადაწყდა რომ შაბათის დღის დალევას ვწირავთ დილას მეეზოვეებისათვის ყავის დალევისათვის... დილას 5 საათიდან რაც შეიძლება მეტი მეეზოვე მიიღებს ბურგერს და ყავას საუზმედ. მანამდე კი გვჭირდება დიდი თერმოსები ყავისათვის და ყავის ამდუღებელი მოხალისეები დილის 4 საათზე. ყავის, ბურგერების და ერთჯერადი ჭიქების ფულს ჩვენ თვითონ გამოვიმუშავებთ ამაღამ სამწუხაროდ მეტი დრო აღარ მექნება ჯერჯერობით, მაგრამ თუკი ვიღაცას გადაედო, სხვებსაც გადაედებათ. მანამდე მეც მოვიცლი ხოლმე ხანდახან და სხვა სამუშაოს მოვიფიქრებთ. დღეს მეორე და ტაქსაობის ბოლო დღეა, მეეზოვე ბევრია და ბევრის გამომუშავება მოგვიწევს. გავდივართ ერთდროულად ისევ ზუსტად 9 საათზე. დღეს მაინც ნუ მოგერიდებათ და დარეკეთ, მოვალთ ყველგან შეძლებისდაგვარად 558 *** *** მადლობას გიხდით ჩვენ და მადლობა დილას ნახეთ მეეზოვეებისაგან როგორი მაგარი იქნება... "მეორე ღამე გაცილებით მაგარი გამოდგა: შეგროვდა 104 ლარი არავის გადავუგდივარ... მთელი ღამე მირეკავდნენ სულ მთლად უცნობი ადამიანები. მოგებული თამაშის მერე სახლში წავიყვანე რაგბის ნაკრების ცოფი- თამაზ მჭედლიძე. ვინც მანქანაში ჩამიჯდა, ყველა იყო ერთმანეთზე მეტად ჯიგარი ყველამ მეტი გადაიხადა. ერთი თქვენგანის რჩევით, ვიყიდე მასალა და მე თვითონ გავაკეთე ბურგერები, ორჯერ მეტი გამოვიდა.ამის ხარჯზე ნამდვილ საუზმეს დაემსგავსა და თითო ადამიანს გადაეცა ბურგერის გარდა კოკა-კოლა და შოკოლადი. გამთენიისას საუზმის დარიგება შარიანი საქმე გამოდგა, ჩემს საქციელზე ექვსჯერ გამაჩერა პატრულმა, ორჯერ კრიმინალურმა პოლიციამ, ჯიგარი გამოდგა პავლოვის პატრული ირაკლი, რომელმაც რაციაში დაიძახა ჩემი ნომერი და შემეშვნენ. სულ საუზმე გადაეცა 38 ადამიანს, აქედან 5 პატრულს, ორ "სტაიანშჩიკს", ერთ უსახლკაროს, დანარჩენი სულ მეეზოვეებს და ერთი ცალი მე შევჭამე. რუსთაველზე თავისუფლებაზე მარჯანიშვილზე და ვორონცოვზე არცერთი მეეზოვე არ დარჩენილა უსაუზმოდ. ყველაფერზე დიდი მადლობა ლალი თორდიას და ყველა იმ ადამიანს ვინც ფულით თუ უფულოდ მხარს უჭერდა ამ წამოწყებას. ძმები ხართ ყველა. პ.ს. ფოტოზე მე და კახა შევთანხმდით რომ სცენარისტები და მეეზოვეები ყველაზე მაგარი ტიპები არიან ვაბშე.." 168 10-ს მოსწონს 1-ს არა
|