x
image
ვიზა კოხაძე
რა გავლენას ახდენს სერიალი ადამიანის ფსიქიკაზე?
imageსატელევიზიო ეთერი სერიალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თავიდან ჯერ კიდევ 90 -იანი წლებიდან სატელევიზიო სივრცე გაჯერებული იყო ლათინო ამერიკული სერიალებით, , შემდეგ იტალიური სერიალებიც შეემატა ახლა კი თურქულმა სერიალებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და რეიტინგებით პირველ ადგილზეა საქართველოში. თუ წინ სერიალები სულ ორ არხზე გადიოდა და გახსოვთ აჟიტირებული ქართველი ფანები მარიო ჩიმაროს ნასკებს უგზავნიდნენ მექსიკაში, ახლა მათი გულები თურქულმა სერიალებმა და მსახიობებმა დაიპყრეს: მურატ ილდირიმი, ხალიტ ერგენჩი, მერიემ უზერლი, ბერგუზარ ქორელი, ენგინ აქიურექი, ტუბა ბიუქურსტუნი, ნებაჰატ ჩეხრე, და სხვები.imageამ სტატიის დაწერა ჩემს თავს გადატანილმა სასაცილო ან შეიძლება ითქვას ფრიად ამაღელვებელმა ისტორიამ გადამაწყვეტინა. ორი კვირით სტუმრად გვყავდა სახლში ჩემი ქალიშვილის დედამთილი, ( რომელსაც ფეხის ოპერაცია გაუკეთდა და წოლითი რეჟიმი ჰქონდა). ბევრი რომ არ გავაგრძელო, სერიალი დილით იწყებოდა 06 საათსა და 40 წუთზე. შემდეგ სხვადასხვა არხებზე ორ - ორი საათი მიდიოდა ინდური ფილმები, რასაც ემატებოდა დილის 10 და 11 საათებში თურქული სერიალი " შავი ფული და სიყვარული", საღამოს სეანსი კი რუსულ სერიალებს ეთმობოდა. მოკლედ, თუ არ ჩავთვლით ოჯახის დანარჩენი წევრების ინტერესს ( მაგალითად, პატარა შვილიშვილს "ენკი - ბენკი" უყვარს) გამოდის, რომ სულ სერიალები გადიოდა ეთერში და თუ რაამე გამოგვრჩებოდა, საბედნიეროდ "გადახვევის რეჟიმით ვაქტიურობდით".imageimageimageimageimageრა არის სერიალი და რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ფსიქიკაზე? სერიალების უმრავლესობა, რამდენიმე თვე, და წლებიც კი გრძელდება, რაც იწვევს მასზე მიჯაჭვულობას, სერიალებმა ადამიანები მასზე დამოკიდებული გახადა, ყოველდღიურობის ნაწილად იქცნენ, მათ სხვისი ცხოვრებით უხდებათ ცხოვრება. სერიალი ადამიანს გარკვეულ ეიფორიას უქმნის, მისი ყურადღება რეალური პრობლემებიდან ირიალურ სამყაროში აცხოვრებს. სერიალში გაწელილი ინტრიგა, საიდუმლო ადამიანების დაინტერესებას და მასზე დამოკიდებულებას იწვევს., რაც უარყოფითად მოქმედებს და აზიანებს ადამიანის ფსიქიკას.imageimageimage










































1
547
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
547
  
2016, 8 სექტემბერი, 17:52
მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ "ასირებს" ადამიანებს. ამიტომაც შემოდის და ადგილზეც აწარმოებენ ამდენი მდარე ხარისხის პროდუქციას. ერთხელაც იქნება ხალხს მართლა ყელში ამოუვა ამდენი სიცრუე და მერე ვისი ვისაში იქნება დადგნენ და მამამარჩენალიდან მოყოლებული არჩიონ ბესელკებმა კობახიძეებმა და ძმანმა მათმა
0 1 1